ზაზასა და ბათუმის მოგებები

ზაზასა და ბათუმის მოგებები

დასრულდა მორიგი ტურის შეხვედრები  ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე ,,ზაზა”-,,თელავსა”
და ,,ავერსი”-,,ბათუმს” შორის. პირველ შეხვედრაში, რომელიც ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად
წარიმართა ,,ზაზას” გამარჯვებით 55:46 დასრულდა.

პირველი ტაიმი თელაველების გამარჯვებით
23:18 დასრულდა, მესამე მეოთხედში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ბოლო პერიოდში
ზურაბ სამხარაძის გაწვრთნილებმა იძალეს და მეტოქეს 9 ქულით სძლიეს. ,,ზაზას’ რიგებში
საუკეთესო 16 ქულით გური კენჭიაშვილი გახლდათ ხოლო ორმაგი დუბლი 10 ქულითა და 13 მოხსნით
 აჩიკო პულუზაშვილიმა მიითვალა. თელავის მხრიდან
კი რევაზ  ხაჩიზე გამოირჩა, რომელმაც ორმაგი
დუბლი შეასრულა -16 ქულა და 11 მოხსნა. რაც შეეხება მეორე შეხვედრას, ,,ავერსმა”
,,ბათუმს” უმასპინძლა და 42:76 დამარცხდა. ბათუმელებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს,
ყველა პერიოდი მოიგეს და სოლიდური ანგარიშით იმარჯვეს. სტუმართაგან 23 ქულითა და
22 მოხსნით საუკეთესო  ნიკოლოზ კოკობინაძე გახლდათ,
ხოლო ,,ავერსის” მხრიდან 8-8 ქულა მიშა  ელიზბარაშვილისა
და დათო ბალანჩივაძის ანგარიშზეა.