ზაზასა და ნიკეას მოგებები

ზაზასა და ნიკეას მოგებები

ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზმა 16-წლამდელთა ჩემპიონატის
მორიგი
ტურის მატჩებს უმასპინძლა. ,,ზაზასა“ და
,,ლომების“ დაპირიპირება ,,ზაზას“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც მეტოქეს ანგარიშით
65:21 სძლია.
გამარჯვებულებმა  ყველა პერიოდში
აჯობეს მეტოქეს და იოლი მოგება გაიფორმეს. ,,ზაზას“ შემადგენლობაში 15 ქულით საუკეთესო
რევაზ მაღლაფერიძე იყო, ხოლო 11 ქულითა და 13 მოხსნით  ორმაგი დუბლი თორნიკე რაზმაძის ანგარიშზეა. ,,ლომების“
რიგებში ყველაზე მეტი 4 ქულა კი დაჩი მთიულიშვილმა, საბა ბერუაშვილმა და ანრი ნადარაშვილმა
დააგროვეს.

 იოლი გამარჯვება
მიითვალა ,,ნიკეამ“, რომელმაც დებიუტანტი AXE  67:50 დაამარცხა. AXE-მ შეხვედრის პირველ ათწუთეულში
დაგროვილი 10 ქულა, მეორე პერიოდის ბოლომდე ვეღარ გაზარდა, მეტოქესთან ვერაფერი გააწყო
და საბოლოოდ მარცხი განიცადა. ,,ნიკეამ“ კი პირველ პერიოდში  მოპოვებული უპირატესობა მატჩის  ბოლომდე შეინარჩუნა,  ,,დებიუტანებს“ თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა
და  დამაჯერებლად იმარჯვა.  AXE -ს 31 ქულა გიორგი თევდორაშვვილმა შესძინა, ხოლო
12 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა გიორგი დათუნაშვილს დააკლდა.
,,ნიკეას“ გუნდში გამოირჩა ზურაბ გეგეჭკორი, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.  

 შეგახსენებთ,
რომ 16-წლამდელთა ორი შეხვედრა გუშინ ტრადიციულად აკადემიის დარბაზში გაიმართა. ,,სოხუმმა“
,,ლომები“ 90:22 გაანადგურა, ხოლო ავერსი 2-სა და AXE-ს დაპირისპირება ავერსელთა გამარჯვებით
დასრულდა, რომელმაც მეტოქეს საბოლოოდ ოვერტაიმში სძლია – 61:56. შეხვედრის ძირითადი
დრო ფრედ 51:51 დასრულდა, თუმცა დამატებით დროში ავერსელებმა აჯობეს მეტოქეს  და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს.

 ტურის კიდევ
 მატჩი ხვალ ფოთში შედგება, სადაც ადგილობრივი
ფოთის ,,ირაო“ საკუთარ მოედანზე ,,ლომებს“ 16:00 საათზე მიიღებს.