თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან ერთად ნევის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიამ ცსკა-სთან ერთად ნევის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიამ პირველი ტიტული მოიგო მოსკოვის ცსკა-ში. არმიელებმა სანკტ-პეტერბურგში გამართული ამხანაგური ოთხთა ტურნირი მოიგეს და “ნევის თასი” ასწიეს.

0 სექტემბერს ნახევარფინალები ჩატარდა, 11-ში – ფინალი. 1/2 ფინალში ცსკა-მ 80:78 დაამარცხა მასპინძელი “ზენიტი”, საჩემპიონო მატჩში კი სარატოვის “ავტოდორს” 26 ქულის სხვაობით აჯობა – 93:67.

შენგელიას თანაგუნდელები პირველივე მეოთხედში 21:13 დაწინაურდნენ. “ავტოდორის” დარ გუნდთან კი თავიდანვე უპირატესობის მოპოვება გამარჯვებას ნიშნავს – ცსკა-ს იმ დონის კალათბურთელები ჰყავს, თავს მოდუნების უფლებას იშვიათად რომ აძლევენ და მოპოვებულ უპირატესობას არ ანიავებენ.

ანგარიში მოგახსენეთ – 93:67 მოსკოველთა სასარგებლოდ. საინტერესოა, რომ, მაშინ, როცა მოედანზე თორნიკე შენგელია იყო ცსკა სწორედ 26 ქულით დაწინაურდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი არც ერთ კალათბურთელს არ ჰქონია. თუმცა თოკოს ქულათა ფოიერვერკი სულაც არ მოუწყვია. მან 20 წუთში ოთხ-ოთხი ორქულიანი და საჯარიმო სტყორცნა, 1 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო გამოიყენა. 6 ქულის პარალელურად მის ანგარიშზე თითო ჩაჭრა-დაფარება და 6-6 პასი-მოხსნა ჩაიწერა.