16 და 18-წლამდელებში “ბ” ლიგის გათამაშება დაიწყო

16 და 18-წლამდელებში “ბ” ლიგის გათამაშება დაიწყო

4 მარტს სტარტი აიღო “ბ” ლიგის ასაკობრივმა გათამაშებებმა. ტურნირების ორგანიზატორი გახლავთ თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორებული მემორანდუმის საფუძველზე. 

ორშაბათს დაწყებულ 16 და 18 წლამდელთა ჩემპიონატში ჯამში 83 გუნდი მონაწილეობს. წარმოგიდგენთ პირველ სათამაშო დღეს გამართული მატჩების შედეგებს.

U16
აფხაზეთი – ლომები 69:43
ჩაუქი2 – იბერი 70:46
მეგა – ჩაუქი 72:74
ლეგიონი – გიმნაზია 57:49
თსსუ – ვინგსი 58:87
ალფა – ორბი 52:49
თსუ-მაკაბი 73:68
U18
რუსთავი – დინამო2 60:55
გოგონათა ნაკრები – ვინგზი 51:60