16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა

16-წლამდელთა ნაკრებმა მორიგი სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე ესტონეთში მყოფმა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი მასპინძელ ესტონეთს შეხვდა და 58:74 დამარცხდა. პირველი პერიოდი ფრედ – 21:21 დასრულდა, მომდევნო ათწუთეულები კი მასპინძლებმა შესაბამისად 6, 4 და 6 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.

ესტონეთთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის იყო რიგით მესამე მოსამზადებელ ციკლში. 8-16 ივლისს ცინცაძე-ტყეშელაშვილის გუნდი ლატვიაში იმყოფებოდა და ამ ქვეყნის 16-წლამდელთა ნაკრებთან 2 სპარინგ მატჩი გამართა. პირველი შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით – 

ესტონეთში საქართველოს ნაკრები კიდევ 2 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ცინცაძე-ტყეშელაშვილის გაწვრთნილი გუნდი 21 და 23 ივლისს უკრაინას დაუპირისპირდება. ამით ჩვენი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მოსამზადებელ ეტაპს დაასრულებენ, 25 ივლისს თბილისში დაბრუნდებიან და 1 აგვისტოდან – 81:74 დასრულდა, ხოლო მეორეში ლატვიელებმა 80:73 იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება, რომელიც 4-13 აგვისტოს, რუმინეთის ქალაქ პიტეშტში გაიმართება. ტურნირში მონაწილე 21 ქვეყნის ნაკრები 4 ჯგუფშია გადანაწილებული. საქართველო A ჯგუფში, მასპინძელ რუმინეთთან, ისლანდიასთან, ბოსნიასთან და ავსტრიასთან მოხვდა. ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის. ფინალისტები და ტურნირის მე-3 ადგილის მფლობელი A დივიზიონის საგზურებს მიიღებენ.