18-წლამდელთა “ბ” ლიგაში ნახვარფინალისტები გამოვლინდნენ

18-წლამდელთა “ბ” ლიგაში ნახვარფინალისტები გამოვლინდნენ

18-წლამდელთა „ბ“ ლიგის გათამაშებაში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. ტურნირის საუკეთესო 4 გუნდია: დინამო 1, თსუ, ორბი და მართვე, რომლებმაც ორმატჩიან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში იმარჯვეს.

შეგახსენებთ, რომ „ბ“ ლიგების ორგანიზატორია თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. ამ ორგანიზაციებს შორის 2013 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა და უკვე მე-6 წელია, სხვადასხვა ასაკებში საკმაოდ მრავალგუნდიანი და პრესტიჟმზარდი ჩემპიონატები8 მიმდინარეობს.

18-წლამდელთა „ბ“ ლიგაში წლეულს 22 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც 4 ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი. ჯგუფური ეტაპი 1 კვირის წინ დასრულდა და თითოეულიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავიდა (იხილეთ საბოლოო ცხრილი).

მეოთხედფინალური სერიები 2 მატჩისგან შედგებოდა. თსუ-მ პირველი მატჩი 1 ქულით დათმო „ზაზა 1„-თან, თუმცა მეორეში 28 ქულით იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა. დანარჩენ წყვილებში ორივე მატჩი ერთმა გუნდმა მოიგო. „ორბმა“ „ვინგსს“ არ დაუტოვა შანსი, „დინამომ“ – „ქუთაისს“, ხოლო „მართვემ“ „ხონი“ ორჯერ დაამარცხა.

ნახევარფინალური სერიაც 2-მატჩიანია და მისი მატჩები 2 და 3 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში შედგება. „დინამო“ – „ორბს“ შეხვდება, ხოლო „მართვე“ – თსუ-ს.