18-წლამდელებმა მორიგი მატჩები გამართეს

18-წლამდელებმა მორიგი მატჩები გამართეს

ვაკეში მდებარე
საკალათბურთო აკადემიის დაბაზმა 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგ მატჩებს უმასპინძლა. დღის
პირველ შეხვედრაში შედგა ,,მაქაბისა“ და ,,ნიკეას“ დაპირისპირება, სადაც გამარჯვება
ნიკეას გუნდმა მოიპოვა – 82-70. 
მოგებულებს 26 ქულით თორნიკე გაგუამ ულიდერა, ხოლო
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა. საბა კუპრაშვილმა 25 ქულა და 11 მოხსნა
დააგროვა, ხოლო ვოვა ბულიგინმა საკუთარ გუნდს 13 ქულა და 11 მოხსნა შესძინა. რაც შეეხება
მაკაბის გუნდს, მის შემადგენლობაში ორმაგი დუბლით თავი მაიზერ რევაზაშვილმა (27 ქულა,
15 მოხსნა) და ხვიჩა ხოსიტაშვილმა (25 ქულა, 21 მოხსნა)  გამოიჩინეს.

მართვე 3-სა და
აკადემია 2-ის დაპირისპირება აკადემიელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქე იოლად,
116:23 დაამარცხეს. მართვე 3-ს 8 ქულა ვოვა გოგოსაშვილმა მოუტანა, ხოლო აკადემია
2-ს 27 ქულით თემურ პეტრიაშვილმა ულიდერა.

 ნაკრები-97 აკადემია 1-თან 59:70 დამარცხდა. ,,კადეტთა“
შემადგელობაში ორმაგი დუბლით, 16 ქულითა და 10 მოხსნით ვილი ისიანი გამოირჩა, ხოლო
გამარჯვებულებს 17  ქულით ბექა დარახველიძემ
ულიდერა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. დარახველიძეს ერთი ქულით
ჩამორჩა საბა ჯაყელი, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა ირიცხება.

 ჰიუნდაი 1-მა იოლი გამარჯვება მოიპოვა მართვე 2-თან,
რომელმაც მეტოქეს 93:69 აჯობა.  მოგებულთა მხრიდან
ყველაზე მეტი 20 ქულა სანდრო სანაძემ დააგროვა, ხოლო ორმაგი დუბლი ნიკა ლომიძემ
(13 ქულა, 10 მოხსნა) და დავით სალაყაიამ (11 ქულა, 13 მოხსნა) მიითვალეს. მართვე
2-ის შემადგენლობაში კი ორმაგი დუბლი სოსო გოგნაძემ შეასრულა – 19 ქულა და 14 მოხსნა. 
საინტერესოდ წარიმართა დღის დასკვნით შეხვედრა ,,დინამოსა” და ჰიუნდაი 2-ს შორის, სადაც გამარჯვება დიდნამოს გუნდმა მოიპოვა. თვადაპირველად მატჩი ჰიუნდაის სასარგებლოდ დაიწყო, თუმცა მეორე მეოთხედიდან დინამოლებემა გამოასწორეს თამაში და საბოლოოდ დამაჯრებელი მოგება მოიპოვეს. 
 ჰიუნდაის 2-ს 15 ქულა სოსო გელდიაშვილმა შესძინა, ხოლო დინამოს გუნდსოემაგი დუბლით, 23 ქულითა და 28 მოხსნით ოთარ ამონაშვილმა ულიდერა. 
18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი შეხვედრებში ხვალ, რუსთავში, ქუთაისსა და მარნეულში გაიმართება. რუსთავში ადგილობრივი რუსთავი 2 ,,თელავს” 14:00 საათზე უმასპინძლებს, ,,ქუთაისი” შინ სამედიცინოს 16:00 საათზე მიიღებს, ხოლო ,,მარნეული” საკუთარ მოედანზე მართვე 1-ს 15:00 საათზე დაუპირისპირდება.

მაქაბი – ნიკეა 

მართვე 3 – აკადემია 2

ნაკრები 97 – აკადემია 1

მართვე 2- ჰიუნდაი 1