ვაკეში მდებარე საკალათბურთო
აკადემიის დარბაზში დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრები,
სადაც ერთმანეთს ,ჰიუნდაი“ – ,,ბათუმი“, ნაკრები-97- რუსთავი და ,,სოხუმი“ – ,,კარდინალი“
დაუპირისპირდნენ.
,,ჰიუნდაიმ“ საკუთარ მოედანზე ,,ბათუმი“ 108:69 გაანადგურა
და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დამკვიდრდა. მოგებულებს 23 ქულით ალექსანდრე ბოლქვაძემ
ულიდერა, ხოლო 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი შიო ყანდორელაშვილმა შეასრულა.
,,ზღვისპირელთა“ შემადგენლობაში 15 ქულით მიხეილ
ბოლქვაძე გამოირჩა, ხოლო მურად ბაკურაძემ ორმაგი დუბლი მიითვალა – 12 ქულა და 11 მოხსნა. ნაკრები97-მა ,,რუსთავს“ უმაპინძლა, თუმცა მეტოქესთან
ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა – 53:69. რუსთველთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა მოთამაშემ მიითვალა: შოთა ნარჩომაშვილმა 19 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო
გიორგი ოქროჭელიძემ 10 ქულა და 16 მოხსნა. ,,კადეტებს“ ყველაზე მეტი 10 ქულა კი დავით
ლომიძემ შესძინა.
ტურის დასკვნით მატჩში შედგა ,,სოხუმისა“ და ,,თბილისის კარდინალების“ დაპირიპირება,
სადაც ,,სოხუმმა“ 74:65 იმარჯვა. გამარჯვებულებს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ოთო ბულიავამ
და ბექა ზედელაშვილმა შეასრულეს. ბულიავამ 22 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა, ხოლო ბექა
ზედელაშვილის ანგარიშზე 18 ქულა და ამდენივე მოხსნაა. ,,კარდინალის“ შემადგენლობაში
21 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა გურამ კენჭიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
18-წლამდელთა ჩემპიონატის კიდევ ორი მატჩი
გაიმართა. აკადემია2-მა ,,ნიკეა“ 74:49 დაამარცხა, ხოლო აკადემია1-მა ,,მარნეული“ ანგარიშით
81:43 გაანადგურა.
აკადემია 2 – ნიკეა
აკადემია 1-მარნეული
(მატჩის მიმოხილვა)