18-წლამდელთა ნახევარფინალურ სერიაში
,,სოხუმისა” და ,,ნაკრები95
-ის” შეხვედრა სოხუმელთა იოლი გამარჯვებით, 81:56 დასრულდა.მოგებულთაგან 15-15 ქულა
გეგა მესხისა და გიორგი ორმოცაძისა ანგარიშზეა, ხოლო 13 ქულითა და 12 პასით ორმაგი
დუბლი რეზო როგავამ მიითვალა. ნაკრებს კი 16 ქულა ნუგზარ აბულაძემ შესძინა. დაძაბული
გამოდგა ,,ქუთაისისა” და ,,ავერსის” შეხვედრა.
ქუთაისელებმა სტუმრები შინ 3 ქულის სხვაობით, ანგარიშით 103:99 დაამარცხეს. მასპინძელთაგან საუკეთესო 27 ქულით
ლევან გრძელიძე გახლდათ, ხოლო 12 ქულითა და 18 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ცირეკიძემ შეასრულა. ავერსის გუნდს 31 ქულით ლერი კვანტალიანმა
ულიდერა, ორმაგი დუბლი კი ბექა ნადირაძემ შეასრულა – 14 ქულა და 10 მოხსნა.
პლეი აუტში ძალიან
საინტერესო გამოდგა ,,ორბისა” და ,,ზაზას”
დაპირისპირება. ,,ზაზამ” შეხვედრის პირველი ნახევარი 22 ქულის სხვაობით მოიგო
– 50:28, თუმცა ,,ორბმა” მოახერხა ძალების მობილიზება და საბოლოოდ მეტოქესთან 1 ქულის სხვაობით – 75:74 იმარჯვა.
,,ორბის” შემადგენლობაში ორმაგი დუბლით საუკეთესო ლევან ლოლიშვილი გახლდათ, რომელმაც
საკუთარ აქტივში 28 ქულა და 17 მოხსნა ჩაიწერა. ,,ზაზას” რიგებში კი ორმაგი დუბლი გელა
გულმაგარაშვილმა(24ქ.11მ.9პ) და შოთა გელაზონიამ(11ქ.12მ) მიითვალეს.
არ შედგა ,,რუსთავისა”
და ,,ფოთის’ დაპირისპირება:ფოთის გუნდი თამაშზე არ გამოცხადდა და შესაბამისად ,,რუსთავს”
ტექნიკური მოგება – 20:0 ჩაეთვალა.
5-6 ადგილებისთვის
პლეი აუტში ერთმანეთს ,,ორბი” – ,,რუსთავი” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ,,ორბის” მოგებით
– 77:71 დასრულდა. გამარჯვებულებს 25 ქულით ლევან ლოლიშვილმა ულიდერა, ორმაგი დუბლი
კი საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა – 19 ქულა და 12 მოხსნა. ,,რუსთავის” მხრიდან კი ორმაგი
დუბლი ზაზა გაგნიძემ შეასრულა, რომელმაც 25 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.
ამრიგად ,,ორბი’ მე-5 ადგილზე, ხოლო ,,რუსთავი”
– მე-6 ადგილზე დამკვიდრდა. მე-7 ადგილი ,,ზაზას”,
ხოლო მე-8 ,,ფოთს” ერგო.
რაც შეეხება
ნახევარფინალურ სერიას, ის ორ მოგებამდეა და ხვალ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
გაგრძელდება. ,,ნაკრები95” – ,,სოხუმი” და ,,ავერსი” – ,,ქუთაისი” ერთმანეთს ფინალური
საგზურისთვის კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან.