დასრულდა 18-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი,პლეიოფები
კი 10 ივნისიდან დაიწყება. რეგულარულის ბოლო ორ შეხვედრაში ,,რუსთავმა” ,,ზაზას” უმასპინძლა, ხოლო ,,ქუთაისმა” – ,,ავერსს”.
რუსთაველებმა ,,ზაზა” დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი სხვაობით -83:81 დაამარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში 19-19 ქულა ბექა ჯაჯანიძისა და ბექა ზედელაშვილის ანგარიშზეა,
ამ უკანასკნელმა კი 21 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა.
რუსთაველთა შემადგენლობაში კიდევ ერთი ორმაგი დუბლის ავტორი ზაზა გაგნიძე გახდა, რომელმაც 16 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა.
,,ზაზას’” გუნდს კი 15 ქულით გელა გულმაგარაშვილმა ულიდერა, ორმაგი დუბლი მიითვალა
მერაბ მირზაშვილმა – 12 ქულა და 10 მოხსნა.
რაც შეეხება
U-18-ის რეგულარულის
ბოლო მატჩს, ,,ქუთაისმა” ,,ავერსი” შინ
– 98:75 დაამარცხა. მასპინძელთაგან 22-22 ქულა ლევან გრძელიძემ
და დიტო დვალიშვილმა მიითვალეს, დვალიშვილმა კი საკუთარ აქტივში 15 მოხსნაც ჩაიწერა
და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქუთათურთა რიგებში 17 ქულითა და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი კიდევ
ერთი კალათბურთელის, გიორგი ცირეკიძის ანგარიშზეა, ხოლო ,,ავერსის” გუნდს 24 ქულით ირაკლი მიქელაძემ ულიდერა.