18-წლამდელთა მიმდინარე სეზონის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში ბოლო ტურის დასკვნით შეხვედრაში
ერთმანეთს შსს აკადემია და ,,მარნეული“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი შსს -ს გამარჯვებით, ანგარიშით 86:66 დასრულდა, რომელიც რეგულარული სეზონის სატურნირო ცხრილში 9 მოგებითა და 3 მარცხით მესამე
ადგილზე დამკვიდრდა.
შეხვედრა თავიდანვე ,,ძალოვანთა“ სასარგებლოდ წარიმართა,რომლებიც
ტაიმში 40:31 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედში ,,მარნეულმა“ სხავობა 5 ქულამდე
დაიყვანა, თუმცა დასკვნით პერიოდში აკადემიელებემა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და
მატჩში სოლიდური სხვაობით იმარჯვეს.
,,მარნეულის“ შემადგენლობაში გიორგი მინაძე
გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 21 ქულა შესძინა. შსს აკადემიის რიგებში კი ორმაგი დუბლით თავი არჩილ
პულუზაშვილმა და შოთა გელაზონიამ გამოიჩინეს. პულუზაშვილმა 10 ქულა და 13 მოხსნა
დააგროვა, ხოლო გელაზონიას ანგარიშზე 21
ქულა და 12 მოხსნაა.