18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურში ,,ფოთმა” უმასპინძლა ,,ქუთაისს”. შეხვედრა ქუთათურების სასარგებლოდ, ანგარიშით 89:73 დასრულდა.
გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა
კალათბურთელმა მიითვალა – თემურ ფხალაძემ (19ქ.11მ)და გიორგი ცირეკიძემ (18ქ. 16მ)
და დიმიტრი დვალიშვილმა(14ქ.13). მასპინძლებს კი ერთადერთი ორმაგი დუბლით, 39 ქულითა და 10 მოხსნით
კახაბერ ჯინჭარაძემ ულიდერა. ,,რუსთავმა” ,,ორბს” უმასპინძლა და მეტოქე 102:61 დაამარცხა.
რუსთაველთაგან საუკეთესო 25 ქულით ზაზა გაგნიძე
გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლით ბექა ზედელაშვილი (11ქ.16მ) და ჯაბა არაბული(11ქ.12მ) გამოირჩნენ. ,,ორბის” შემადგენლობაში 21 ქულითა
და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი კი ლევან ლოლიშვილმა შეასრულა. ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე
გაიმართა ,,ავერსისა” და ,,ნაკრები 95”დაპირისპირება, სადაც ავერსელებმა მეტოქე 58:42
დაამარცხეს. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი
დუბლი ირაკლი მიქელაძემ(20ქ.10მ), ბექა ნადირაძემ(10ქ.15მ) და ლერი კვანტალიანმა(15ქ.10მ)
მიითვალეს. ,,ნაკრები 95” -ის შემადგენლობაში კი 9 ქულით გიორგი დვალი გამოირჩა. ,,ორბისა”
და ,,სოხუმის” დაპირისპირება სოხუმელთა გამარჯვებით 72:59 დასრულდა. სოხუმელთაგან
13 ქულით გიორგი ორმოცაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი გეგა მესხისა(11ქ.16მ) და ოთარ
ბულიავას (10ქ.12მ) ანგარიშზეა. ,,ორბის”რიგებში
კი 14 ქულა საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა. სოხუმელებმა
მეორე შეხვედრა რუსთაველებთან გამართეს და მეტოქე შინ იოლად – 91:43 დაამარცხეს. მასპინძელთაგან
საუკეთესო რეზო როგავა გახლდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. როგავამ 20 ქულა, 10 ჩაჭრა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. რუსთავის რიგებში
კი 12 ქულით გიორგი ოქროჭელიძე გამოირჩა.
რაც შეეხება
,,ფოთი” – ,,თბილისისა” და ,,ზაზა – თბილისის” შეხვედრებს, იმის გამო რომ თბილისელები
ზემოთ აღნიშნულ მატჩებზე არ გამოცხადდნენ, ,,ფოთისა” და ,,ზაზას” გუნდებს ტექნიკური მოგება – 20:0 ჩეთვალათ, ხოლო დებულების
თანახმად და ასაკობრივი ლიგების ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილებით თბილისის
,,თბილისი” ჩემპიონატიდან მოიხსნა და ასპარეზობა მომავალ სეზონზეც აეკრძალა.