18-წლამდელებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

18-წლამდელებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

18-წლამდელთა
ნახევარფინალისტების ვინაობა ცნობილია.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალურ სერიაში, რომელიც
ერთ მოგებამდე გრძელდებოდა ერთმენეთს ,,სოხუმი“ – ,,ფოთი“, ,,რუსთავი“ – ,,ნაკრები95“,
,,ქუთაისი“ – ,,ორბი“ და ,,ავერსი“- ,,ზაზა“ უპირისპირდებოდნენ. სოხუმელებმა ფოთის
გუნდი იოლად 83:63 დაამარცხეს და ნახევარფინალში გავიდნენ. გამარჯვებულებს 31 ქულით
ალეკო ჩოჩიამ ულიდერა, ხოლო 12 ქულითა და 10 პასით ორმაგი დუბლი რეზო როგავამ მიითვალა.
რაც შეხება ფოთს, ამ გუნდში ორმაგი დუბლი კახაბერ 
ჯინჭარაძემ და გიორგი რუხაიამ შეასრულეს. ჯინჭარაძემ 47 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა,
ხოლო რუხაიას ანგარიშზე 15 ქულა და 10 მოხსნაა.

 ნაკრებმა იმარჯვა
რუსთავში. მასპინძლები საკუთარ მოედანზე 69:86 დამარცხდნენ. რუსთაველთაგან 24 ქულა
ბექა ჯაჯანიძემ მიითავალა, ხოლო 17 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი დუბლი ბექა ზედელაშვილმა
შეასრულა. ნაკრების  შემადგენლობაში საუკეთესო
19  ქულით ზეზვა ლილუაშვილი გახლდათ.

 არ შედგა ,,ქუთაისისა“
და ,,ორბის“ დაპირისპირება. ორბის გუნდი თამაშზე არ გამოცხადდა და ამიტომ ქუთაისელებს
ტექნიკური მოგება – 20:0  ჩაეთვალათ და შესაბამისად
ნახევარფინალში არიან.  ,,ავერსისა“ და ,,ზაზას“
მატჩი ავერსელთა მოგებით 66:64 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს ორმაგი დუბლით, 22 ქულითა
და 13 მოხსნით  ლერი კვანტალიანმა ულიდერა,
ხოლო ,,ზაზას“ 14 ქულა გალა გულმაგარაშვილმა შესძინა.

 ამრიგად, ნახევარფინალურ
სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება, ერთმანეთს ,,სოხუმი“ – ,,ნაკრები95“ და
,,ქუთაისი“ – ,,ავერსი“ დაუპირისპირდებიან. პლეი აუტში კი  ,,ზაზა“- 
,,ორბისა“ და ,,რუსთავი“ – ,,ფოთის“ შეხვედრები შედგება.