18 წლამდელთა A ლიგაში ჰიუნდაიმ რუსთავს ოვერტაიმში მოუგო

18 წლამდელთა A ლიგაში ჰიუნდაიმ რუსთავს ოვერტაიმში მოუგო

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის თითო მატჩი 17 ნოემბერს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. თბილისი არენაზე ჰიუნდაიმ დააბულ ბრძოლაში – 86:82 (სტატისტიკა) დაამარცხა რუსთავი. მატჩისთვის გამოყოფილმა 40-მა წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 70:70 დასრულდა, რის შემდეგაც დამატებით 5-წუთეულში ჰიუნდაელებმა 16:12 იმარჯვეს და საბოლოო გამარჯვებაც მათ დარჩათ.

ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მატჩის პირველი ნახევარი 30:35 წააგეს, თუმცა მესამე პერიოდიდან თამაში გამოასწორეს და ბოლო ათწუთეულს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ. თბილისელებმა მე-3 პერიოდი 22:16 მოიგეს და ყველაფერი ახლიდან დასაწყები გახდა. ბოლო მეოთხედში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელებული თამაშით შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც გამარჯვება ჰიუნდაელებს დარჩათ.

გამარჯვებულებს 18 ქულითა და 13 მოხსნით ბაჩანა შველიძემ ულიდერა. 25 ქულით ბომბარდირი ნიკოლოზ ფუთურიძე გახდა. 15 ქულა და 8 მოხსნა გუჯა ცხადაძემ მიითვალა. რუსთაველთაგან 14 ქულითა და 15 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი გოგოლაძე. 15 ქულა და 13 მოხსნა რუსთაველთა რუსმა ლეგიონერმა, ტიმოფეი ალექსანდროვმა დააგროვა.

მეორე შეხვედრა დაძაბული ვერ გამოდგა. ქუთაისს ნასტუმრებმა სოხუმი კოლხამ იმერულ კლუბთან დაპირისპირება 23 ქულის ხვაობით – პ დათმო. გამარჯვებულებს 24 ქულით გერა ჭეიშვილმა ულიდერა. თემო დვალიშვილმა 12 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კოლხას შემადგენლობაში 38 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი გაბუნია.