18-წლამდელთა B ლიგის ფინალურ და მე-3 ადგილისთვის სერიაში ჰიუნდაის გუნდები დაწინაურდნენ

18-წლამდელთა B ლიგის ფინალურ და მე-3 ადგილისთვის სერიაში ჰიუნდაის გუნდები დაწინაურდნენ

18-წლამდელთა B ლიგის ფინალური სერია დაიწყო, ასევე გაიმართა მე-3 ადგილისთვის სერიის პირველი შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ფინალური მატჩი 2 მოგებამდეა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი 2-მატჩიანი სერიით გამოვლინდება.

ოლიმპიურ სასხლეში თავდაპირველად ფინალური სერიის მატჩი გაიმართა, რომელშიც ჰიუნდაიმ და რუსთავმა საკმაოდ უშეღავათო და საინტერესო ბრძოლა გააჩაღეს. ამ გუნდებმა რეგულარული ჩემპიონატი წაუგებლად განვლეს, ხოლო პლეი ოფშიც ყველა მეტოქეს აჯობეს. შესაბამისად, B ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვიან. 

მატჩი რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო და პრიველი პერიოდის შემდეგ ოთარ ხმელიძის გაწვრთნილი ქვემოქართლელები 21₾15 იგებდნენ. ჰიუნდაიმ მეორე ათწუთეულიდან თამში გამოასწორა, ჩამორჩენა შეამცირა და მესამედან იშტაზე მათი ერთ-ერთი ლიდერი, კახაბერ დავითულიანიც მოვიდა. რუსთაველთა მხრიდან ვაჟა კეჭაღაძე, ლუკა ტაბაღუა და დათა ვაშაკიძე გამოირჩეიდნენ. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი იხვეჭდა ქულებს, რომელმაც შეხვედრა 31 ქულით დაასრულა. 

ბოლო პერიოდში თანაბარი ბრძოლა გაჩაჭდა, რომელიც გუნდური თამაშის წყალობით ჰიუნდაის გამარჯვებით დასრულდა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და ლუკა ქუტიძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა საბოლოოდ 92:83 (სტატისტიკა) მოიგეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ. 

გამარჯვებულებს დავითულიანმა 17 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა. 14-14 ქულა დემეტრე მამალაძემ და დემეტრე ბაკურაძემ მოაგროვეს. რუსთაველთაგან ზემოთხსენებულ ვაშაკიძის კვალზე 15 ქულითა და 8 ჩაჭრით ლუკა ტაბაღუა გამოირჩა, კეჭაღმაძემ 12 ქულა და 16 მ ოხსნა მიითვალა. 

ფინალური სერიის მეორე მატჩი 6 მაისს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

დღესვე, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა მესამე ადგილისთვის სერიის პირველი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ჰიუნდაის მეორე გუნდი და ქუთაისი შეხვდნენ. მატჩი ძალიან თანაბარი და დაძაბული გამოდგა. უმეტესად ქუთაისელები ლიდერობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი რეკორდული გამოდგა. ჰიუნდაიმ მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა. განსაკუთრებით ბოლო 5 წუთში. საბოლოოდ ჰიუნდაიმ ბოლო პერიოდი 42:16 (!) მოიგო და კომფორტული გამარჯვება გაინაღდა – 95:78 (სტატისტიკა)

ეს შედეგი იმას ნიშნავს, რომ თუ ჰიუნდაიმ 2-მა სერიის მეორე შეხვედრა 17 ქულაზე მეტით არ წააგო, მე-3 ადგილის მფლობელი გახდება. საპასუხო შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 5 მაისს გაიმართება.

ფინალის ფოტოები: ჰიუნდაი – რუსთავი

 

მე-3 ადგილისთვის: ჰიუნდაი 2 – ქუთაისი 2