შედეგებიგალერეასაქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 18-წლამდელთა
შორის დაიწყო . ტურნირისთვის გუნდები მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩა. აღნიშნული ტურნირის
დაწყებას წინ უძღვოდა თბილისის პირველობა, რომლის საუკეთესო 8 გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში
ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
თბილისის 8 გუნდს დაემატნენ რეგიონების საუკეთესო გუნდები
ქუთაისიდან, გორიდან, რუსთავიდან, მარნეულიდან და სოხუმიდან. ჩემპიონატში უკონკურსოდ
გამოდის საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები.
18-წლამდელთა ჩემპიონატის 14 მონაწილე ერთ ჯგუფშია თავმოყრილი.
გათამაშების ფორმატის თანახმად გაიმართება 2 წრე, რომლის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი
პლეი ოფში გავა. მეოთხედფინალში გუნდები შემდეგი პრინციპით დაწყვილდებიან: პირველი
მერვეს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს.
მეოთხედფინალისა და ნახევარფინალის სერიები 2 მოგებამდე
გაგრძელდება, ხოლო ფინალი სამ მოგებამდე გაგრძელდება. პლეი ოფში ვერგასული გუნდები
ჩემპიონატს იმ ადგილზე დაასრულებენ, რომელ ადგილსაც რეგულარული ჩემპიონატის ცხრილში
დაიკავებენ.
30 ოქტომბერი
ქუთაისი
ქუთაისი – რუსთავი 77:71
ქუთაისი: ლადო ფურცხვანიძე – 19 ქულა, ოთარ გორგასლიძე
– 14 ქულა, თორნიკე შარვაშიძე – 12 ქულა, საბა
გაგოშიძე – 9 ქულა, 12 მოხსნა
რუსთავი: გუგა პატაშური – 35 ქულა, 12 მოხსნა, გიორგი
გრიგორაშვილი – 15 ქულა
31 ოქტომბერი
ახალი სპორტის სასახლე
აკადემია1 – ჰიუნდაი 73:50
აკადემია1: გიორგი გვიანიძე – 27 ქულა, ვლადიმერ დოლიძე
– 10 ქულა, 11 მოხსნა
ჰიუნდაი: აკაკი ფიფია – 18 ქულა
ორბი – მარნეული 58:41
ორბი: ნიკა ყირიმელი – 17 ქულა, გიორგი ჯაფარიძე –
13 ქულა
მარნეული: გიორგი ბოჭოიძე – 13 ქულა, 12 მოხსნა, ბიძინა
შამფრიანი – 13 ქულა, გენადი ბოჭოიძე – 11 ქულა
მართვე2 – სოხუმი 72:45
მართვე2: შოთა ლუარსაბიშვილი – 25 ქულა, 11 მოხსნა, ილია
ცინცაძე – 16 ქულა, 13 მოხსნა, გიორგი ჯაში – 13 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი, დაჩი დვალაძე
– 12 ქულა
სოხუმი: გიორგი ყეინაშვილი – 9 ქულა, რევაზ ჩიქოვანი
– 9 ქულა, რატი ტოლიაშვილი – 8 ქულა, 10 მოხსნა
მართვე1 – გორი 71:62
მართვე1: ლუკა ფაჩუაშვილი – 18 ქულა, ჯაბა ბარათელი
– 15 ქულა, 14 მოხსნა, გიორგი ჯგუშია 0 13 ქულა, 12 მოხსნა
გორი: გიორგი პაპიაშვილი – 14 ქულა, 10 მოხსნა, რატი
მდივანი – 11 ქულა, 9 პასი, ბადრი ჯანეზაშვილი – 9 ქულა, 10 მოხსნა, ვახო მჭედლიძე
– 8 ქულა, 14 მოხსნა
დინამო- ვითა 52:93
დინამო: ნიკა ჭანტურია – 17 ქულა
ვითა: ლუკა შერმადინი – 17 ქულა, ლუკა მაჭავარიანი – 15 ქულა, გოგა ბითაძე – 14 ქულა,
10 მოხსნა, გიორგი კორსანტია – 12 ქულა, 19 მოხსნა, 5 პასი, ანრი რუხაძე – 11 ქულა