დღეს, საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი 18-წლამდე კალათბურთელთა
შორის. 2012-13 წლების სეზონში პირველობას
ერთმანეთს 18 გუნდი შეეცილება:
შსს აკადემია,
რუსთავი 1, რუსთავი 2, ნიკეა, მართვე 1, მართვე 2, მართვე 3, ჰიუნდაი 1, ჰიუნდაი
2, თსსუ, აკადემია 1, აკადემია 2, ქუთაისი, დინამო, მარნეული, მაკაბი, თელავი და ნაკრები-97.
პირველი მატჩი ,,მართვე1-სა“ და ,,მართვე2-ს“ შორის გაიმართა.შეხვედრის სამივე
პერიოდში მეორე გუნდი დომინირებდა და პერიოდების ანგარიშები თავიანთ სასაგებლოდ დააფიქსირა
(13:21,11:17,6:16). ბოლო მეოთხედში ,,მართვე 1“ გააქტიურდა, თუმცა საბოლოო გამარჯვებამდე ქულები
არ ეყო და დამარცხდა 53:65.
გამარჯვებული გუნდიდან 18 ქულითა და 11 მოხსნით
ორმაგი დუბლის ავტორი სოსო გოგნაძე გახდა. ,,მართვე 1“-დან კი ორმაგი დუბლი ირაკლი ჩიტიძემ შეასრულა, ყველაზე
მეტი, 18 ქულა, ლაშა მირზაშვილმა მოაგროვა.
დღის მეორე თამაშში ერთმანეთს ჰიუნდაი და დინამო
დაუპირისპირდნენ. პირველი მეოთხედი დინამოელთა
სასარგებლოდ დასრულდა 7:14, მეორე პერიოდი 16:12 ჰიუნდაიმ მოიგო და დინამო სამქულიანი
უპირატესობით გავიდა დიდ შესვენებაზე.მეორე ნახევარში ლიდერობა კვლავაც ,,დინამომ“ მოიპოვა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა-61:44
.
გამორჩეული კალათბურთელი გამარჯვებულ გუნდს რამდენიმე
ჰყავდა:
ორმაგი დუბლი
ზეზვა ლილუაშვილის ანგარიშზეა-13 ქულა, 12 მოხსნა.ქულათა მონაგარით გუნდს ნიკა ამირხანაშვილმა
ულიდერა-20 ქულა, 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე ოთარ ამონაშვილს-9 ქულა, 21 მოხსნა.
დღის მესამე შეხვედრა ,,სამედიცინოსა“ და ნაკრები-97 -ს შორის შედგა. ნაკრებმა თამაშის
დაწყებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და დასრულებამდე არ გაუშვია მართვის სადავეები
ხელიდან. მატჩი სოლიდური უპირატესობით 75:34 მოიგო.
,,მოგებულთაგან“ ორმაგი დუბლის ავტორი ვილი ისიანი გახდა-13 ქულა,
14 მოხსნა. ლევან გოგალაძემ კი 14 ქულა მიითვალა.
,,სამედიცინოს“ მხრიდან გიორგი რაზმაძე გამოირჩა 11 ქულით.
მორიგი
მატჩი,რომელსაც ასევე საკალათბურთო აკადემიამ
უმასპინძლა, შსს აკადემიასა და მართვე3-ს შორის გაიმართა. ფავორიტი შსს-ს კლუბი გახლდათ
და მათივე გამარჯვებით, დიდი სხვაობით 125:35 დასრულდა.
მოგებულთაგან თავის გამოჩენის შანსი ბევრს მიეცა.
ყველაზე მეტი 20 ქულა თორნიკე შეყილაძემ დააგროვა და 17 მოხსნასთან ერთად , ჯამში,
ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ასევე გიორგი აბაშიძე (15 ქულა,
18 მოხსნა) და გიორგი გორდულაძე (11 ქულა, 18 პასი).
მართვე 3-ის მხრიდან ყველაზე მეტი, 7-7 ქულა,
გეგა გიორგაძის და ვლადიმერ გოგოსაშვილის ანგარიშზეა.
18-წლამდე ჩემპიონატის დღევანდელ დღის ბოლო თამაში
აკადემიის კლუბებს შორის შედგა. აკადემია 1
აკადემია 2-ის წინააღმდეგ და საბოლოო შედეგი საკალათბურთო აკადემიის პირველმა
კლუბმა 72:56 დააფიქსირა თავის სასარგებლოდ.
გამარჯვებული
გუნდიდან 24 ქულითა და 10 მოხსნით ბექა დარახველიძემ გამოიჩინა თავი, ორმაგი დუბლი
ჩაიწერა აქტივში აგრეთვე ნიკა ცქიტიშვილმა-11 ქულა, 12 მოხსნა.
აკადემია2-ის
მხრიდან ქულათა მონაგარი საუკეთესო გიორგი თევდორაშვილს ჰქონდა, ორმაგი დუბლი კი ჯანო
ბერაიას ანგარიშზეა-13 ქულა, 14 მოხსნა.
ეროვნული ჩემპიონატი 18-წლამდე კალათბურთელთა
შორის გრძელდება. 2 ნოემბერს თამაშები ქუთაისსა და რუსთავში გაიმართება.
,,ქუთაისი” ჰიუნდაი2-ს
მიიღებს, რუსთავში კი ადგილობრივი ,,რუსთავი2“ ,,მაკაბის“ გაეჯიბრება.