საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

18-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

18-წლამდელთა ჩემპიონატის 3 მატჩს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი 20 იანვარს  1 მატჩით დაიწყო, 21-ში კი ოლიმპიურ სასახლეში 3 მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს “დინამო” და “თელავი” დაუპირისპირდნენ. დინამოელებმა შეხვედრა 97:68 მოიგეს. გამარჯვებულებს 34 ქულით გიორგი ბიგანაშვილმა ულიდერა.

  • სტატისტიკისთვის დაკლიკეთ ანგარიშზე, ან ეწვიეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის გვერდს: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1

მეორე მატჩში ბრძოლა არ შედგა. “აკადემიამ” 121:53 გაანადგურა “ვინგსი”. 33 ქულით აკადემიელთაგან ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 17 ქულა და 12 მოხსნა ირაკლი სულხანიშვილმა მოაგროვა. მესამე შეხვედრაში ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდმა 81:68 დაამარცხა “ორბი”. გამარჯვებულებს 32 ქულით გიორგი ბიჭიაშვილმა ულიდერა, რომელმაც 8 სამქულიანი ჩააგდო. 28 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა საბა შარვაშიძემ.

ჩემპიონატის მომდევნო 6 მატჩი 26 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.