საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები და კალენდარი ცნობილია

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის მეოთხედფინალური წყვილები და კალენდარი ცნობილია

საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 1 მატჩია დარჩენილი. 7 აპრილს “დინამო” კახეთში “თელავს” დაუპირისპირდება, თუმცა ამ მატჩის შედეგს სატურნირო ვითარებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. პლეი ოფში გასული რვავე გუნდი ცნობილია და ისიც ვიცით, ნახევარფინალურ სერიაში რომელი გუნდი რომელს შეხვდება.

შეგახენებთ, რომ 18-წლამდელთა რეგულარული ჩემპიონატი 2 ჯგუფად და 2 წრედ ჩატარდა. თითოეულ ჯგუფში 6 გუნდი ასპარეზობდა, რომელთაგან საუკეთესო 4-4 პლეი ოფში გავიდა. პლეი ოფის ნებისმიერ სტადიაზე (1/4, 1/2 და ფინალში) სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. გუნდები მეოთხედფინალებში ჯვარედინი სისტემით დაწყვილდნენ.

პლეი ოფში ვერგასული გუნდები, რომლებმაც ჯგუფებში V და VI ადგილები დაიკავეს, ერთმატჩიანი სერიებით 9-12 ადგილებს გაითამაშებენ.

რეგულარული ჩემპიონატის ყველა მატჩის შედეგი და სტატისტიკა: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1