გამოვლინდა 18-წლამდელთ ჩემპიონატის მეორე ფინალისტი გუნდი. საჩემპიონო სერიაში 2 დღის წინ გასულ “ზაზა 2”-ს დღეს “აკადემია” ეუერთდა. თემურ კანკიას გაწვრთნილმა აკადემიელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ შეხვედრაში “ქუთაისი” დაამარცხეს – 92:82 (სტატისტიკა).
მატჩის პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 19:17 მოიგეს, რიოს შემდეგაც “აკადემიამ” თამაში დაალაგა, ვითარება გამოასწორა და უპირატესობას დაეუფლა. მეორე მეოთხედი კანკიას გუნდმა 26:16 მოიგო და დიდი შესვენებისთვის 8 ქულით გალიდერდა. 10 ქულით მოიგო “აკადემიამ” მესამე მეოთხედიც და მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა. ქუთაისელებმა კი მოიწადინეს, მაგრამ ჩამორჩენის 7 ქულამდე შემცირების მეტი ვერაფერი შეძლეს.
საბოლოოდ აკადემიელებმა იმარჯვეს და სერიის 3:2 მოგებით ფინალში გავიდნენ. გამარჯვებულებს 32 ქულით და 14 მოხსნით ლაშა მიქელაძემ ულიდერა. 18 ქულა გიორგი კობახიძის ანგარიშზე დაგროვდა. “ქუთაისში” 25 ქულითა და 9 მოხსნით გიორგი ჭეიშვილი გამოირჩა. 22 ქულა მერაბ შენგელიას ანგარიშზეა.
ფინალური სერია “ზაზა 2”-სა და “აკადემიას” შორის მომავალ ორშაბათს დაიწყება. სერია 3 მოგებამდეა – თამაშები 13, 14 და 17 მაისს გაიმართება, ხოლო მე-3 ადგილისთვის “დინამო” და “ქუთაისი” 15 მაისს ითამაშებენ.