18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრის ბოლოსწინა (მე-6)
ტურის შეხვედრებს ტრადიციულად ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა.
დღის პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს
,,სოხუმი” – ,,აკადემია 2” დაუპირისპირდნენ,
გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა და
ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. სოხუმელებმა წარმატებით გააგრძელეს
აქამდე წაუგებელი სერია: მეტოქე 8 ქულის სხვაობით დაამარცხეს და 14 ქულით ბ-ჯგუფის
სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარეს.
გამარჯვებულებს
21 ქულით გუგა ძიძიგურმა ულიდერა, ხოლო 19 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი ოთო ბულიავამ
შეასრულა. ,,აკადემიის” რიგებში გამოირჩა გიორგი იაკობიძე, რომელიც 13 ქულითა და ამდენივე
მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
,,ჰიუნდაისა” და ,,კარდინალი-ორბი 1”-ის დაპირისპირება
,,ჰიუნდაის” მოგებით დასრულდა, რომელმაც მატჩში დიდი ანგარიშით იმარჯვა – 101:54. აღსანიშნავია, რომ ჰიუნდაის შემადგენლობაში ორმაგი
დუბლი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა – სანდრო ბოლქვაძემ 25 ქულა და 12 მოხსნა
დააგროვა, კახა ტომარაძემ – 10 ქულა და 21 მოხსნა, ხოლო ბექა სანიკიძის ანგარიშზე 10
ქულა და ამდენივე მოხსნაა.
რაც შეეხება
კარდინალის გუნდს, მის შემადგენლობაში ორმაგი დუბლის ავტორი გურამ კენჭიაშვილი გახდა,
რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.
ძალიან
დაძაბული და საინტერესო გამოდგა ,,ავერსისა” და ,,მარნეულის” შეხვედრა, სადაც მარნეულის
,,ინტერმა” ქულით სძლია მასპინძლებს. მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით
წარიმართა და მათივე სასარგებლოდ დასრულდა
– 45:30. მეორე ტაიმში ავერსელები გააქტიურდნენ
და აქტიურადაც ათამაშდნენ, თუმცა გამარჯვების
მოპოვება ვერ მოახერხეს. შეხვედრის
დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, როდესაც ქვემოქართლელები 3-ქულიან უპირატესობას
ფლობდნენ, ცოტნე შაორშაძემ 2-დან ერთი საჯარიმო
გამოიყენა და მარნეულის გუნდი 4 ქულით გავიდა წინ.
მატჩის ძირითადი
დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე ,,ავერსის” მოთამაშემ ლუკა ოსკოპელმა სირენის
თანხლებით სამქულიანი ზუსტად მოათავსა მეტოქის კალათში, თუმცაღა მატჩი დასრულდა და გამარჯვება მარნეულს დარჩა, რომელმაც
მინიმალური სხვაობით – 70:69 დაამარცხა ავერსის გუნდი.
მოგებულებს არჩილ შაორშაძემ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა,
13 მოხსნა, 5 პასი მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა შემადგენლობაში 17 ქულით ალექსანდრე
ბაქრაძე გამოირჩა, ხოლო 13 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი გურაშვილის
ანგარიშზეა.
ნაკრები 97-მა
,,ბათუმს” უმაპინძლა, თუმცა ,,ზღვისპირელებთან” ვერაფერი გააწყო და დიდი ანგარიშით
– 54:75 დამარცხდა. კადეტთა შემადგენლობაში
11 ქულით დავით ლომიძე გამოირჩა, ხოლო ,,ბათუმს” 22 ქულით მურად ბაკურაძემ ულიდერა.
ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკა კოკობინაძემ – 12 ქულა და 11 მოხსნა, თემურ ზაქარაძეს კი
ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა – 16 ქულა
და 9 მოხსნა.
დღის ბოლოს
შედგა ,,აკადემიისა” და თსსუ-ს დაპირისპირება, სადაც აკადემიელებმა დიდი სხვაობით,
ანგარიშით 84:49 იმარჯვეს. ,,მედიკოსებს”
13 ქულა გიორგი რაზმაძემ შესძინა, ხოლო მოგებულთა
შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ვასო ბიჭიაშვილი გამოირჩა. ბიჭიაშვილის ანგარიშზე 19
ქულა და 20 მოხსნაა,ხოლო ბექა დარახველიძემ – 18 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა და ორმაგ
დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა.
შეგახსენებთ,
რომ 18-წლამდელთა მე-6 ტური ხვალ ქუთაისსა და რუსთავში გაგრძელდება: ,,ქუთაისი” ,,თელავს”
უმაპინძლებს, ხოლო ,,რუსთავი” შინ ,,ნიკეას”
მიიღებს.