18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა

18-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა

18-წლამდელთა  ჩემპიონატი დღეს ბათუმში დასრულდა. მიმდინარე ჩემპიონატის  პირველი 
წრის ბოლო მე-7 ტურის დასკვნით მატჩში ადგილობრივმა ,,ბათუმმა” შინ ,,რუსთავი”
მიიღო, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 76:94 დათმო შეხვედრა.

მატჩი რუსთაველთა
უპირატესობით წარიმართა, ,,ზღვისპირელები” მხოლოდ 
დასკვნით მეოთხედში გააქტიურდნენ, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. ქვემოქართლელებმა
თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს.

,,ბათუმის” შემადგენლობაში
მურად ბაკურაძე გამოირჩა, რომელმაც 27 ქულა მიითვალა, ხოლო ,,რუსთავს” 18 ქულით გიორგი
ოქროჭელიძემ ულიდერა.