18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო

18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი დაიწყო

10 აპრილს სტარტი აიღო საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფმა. რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესო 8 გუნდმა მეოთხედფინალში გადაინაცვლა, სადაც სერიები 3 მოგებამდეა. 10 აპრილს სერიის პირველი მატჩები გაიმართა. ოთხივე შეხვედრას ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. 

“ზაზა 2”-მა 96:53 აჯობა “რუსთავს” და სერიაში 1:0 დაწინაურდა. ყველაზე დაძაბული “ორბისა” და “ქუთაისის” დაპირისპირება გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე იმერული კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა. ქუთაისელებმა 78:76 იმარჯვეს და სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

“აკადემიმ” 84:39 აჯობა “ზაზას”. ხოლო მეოთხე მეოთხედფინალურ წყვილში “დინამომ” “ვინგსს” 84:63 სძლია. 

შეგახსენებთ, რომ სერია 3 მოგებამდე გრძელდება.

მატჩების სტატისტიკა და მომავალი მატჩების კალენდარი იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში: http://gbf.ge/league/u18/schedule#mbt:275-303$t&0=1