პლეიოფებიდღეს, 5 აპრილს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში
18–წლამდელთა ჩემპიონატის 2 მეოთხედფინალური და ერთიც ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.
მეოთხედფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს ერთის მხრივ „მართვე2“ და „ორბი“, ხოლო მეორეს მხრივ „ვითა“ და „ჰიუნდაი“
დაუპირისპირდნენ. ორივე შეხვედრა მესამე მეოთხედფინალური იყო, რადგან თითოეულ გუნდს
დღევანდელ მატჩებამდე თითო–თითო და თანაბარი მოგებების რაოდენობა ჰქონდა, დღეს კი უნდა
გადაწყვეტილიყო თუ რომელი გუნდები მოიპოვებდნენ ნახევარფინალის საგზურს და დაუპირისპირდებოდნენ
ერთმანეთს. „ჰიუნდაიმ“ „ვითას“ შანსი არ დაუტოვა და 79 ქულით 73–ის წინააღმდეგ დაამარცხა,
მეორე მეოთხედფინალურ წყვილში კი „მართვე2–მა“ „ორბს“ სძლია 78:56. მაშასადამე მეორე
ნახევარფინალური წყვილიც უკვე ცნობილია: „მართვე2“ – „ჰიუნდაი“.
რაც შეეხება ნახევარფინალს: აქ ერთმანეთს „აკადემია“
და „სოხუმი“ უპირისპირდებოდნენ. ორივე გუნდა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ზედიზედ მოგებებით
გაინაღდეს ნახევარფინალური საგზური და ამჯერად ერთმანეთთან უნდა გაერკვიათ ურთიერთობა
მოედანზე. „აკადემიამ“ დიდი სხვაობით – 97:55 მოუგო „სოხუმს“ და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
ფინალს. საპასუხო შეხვედრა 7 აპრილს გაიმართება, 12 აპრილს კი „რუსთავი“ და „ქუთაისი“
პლეიაუტში გაარკვევენ მომდევნო ადგილოსნების ვინაობას.
მეოთხედფინალები:
მართვე2 – ორბი 78:56
ვითა – ჰიუნდაი 79:73
ნახევარფინალი:
აკადემია – სოხუმი 97:55