ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა
18-წლამდელთა მორიგი ტურის კალენდარულ მატჩებს უმასპინძლა. დღის პირველ შეხვედრაში
,,სოხუმმა“ ,,ნიკეა“ დიდი სხვაობით, 110: 62 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველი
ადგილი გაიმყარა.
აღსანიშნავია, რომ ,,სოხუმის“ ცენრტმა ოთო ბულიავამ 57 ქულა მიითვალა
და 18-წლამდელთა მიმდინარე სეზონში რეკორდი დაამყარა. ბულიავამ 13 მოხსნაც დააგროვა
და ორმაგი დუბლი შეასრულა. ორმაგი დუბლი მიითვალა აგრეთვე ბექა ზედელაშვილმა, რომლის
ანგარიშზეც 23 ქულა და 11 მოხსნაა. ,,ნიკეას“
მხრიდან გამოირჩა ვოვა ბულიგინი, რომელიც 26 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი
გახდა. დღის მეორე მატჩში სამედიცინომ საკუთარ მოედანზე მარნეულის ,,ინტერს“ უმასპინძლა,
თუმცა მეტოქესთან ვერაფერს გახდა და 42:70 დამარცხდა. ,,მედიკოსთა“ რიგებში ყველაზე
მეტი 17 ქულა გიორგი რაზმაძემ დააგროვა, ხოლო მარნეულის გუნდს 28 ქულით გიორგი მინაძემ
ულიდერა. ორმაგი დუბლი შეასრულა არჩილ შაორშაძემ, რომელმაც 16 ქულა, 15 მოხსნა და
7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ,,კარდინალისა“ და ნაკრები-97 ის დაპირისპირება ,,კარდინალის“
სასარგებლოდ 78:66 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში 22 ქულით გურამ კენჭიაშვილი გამოირჩა,
ხოლო 12 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი თედო მეგრელიძის ანგარიშზეა. ,,კადეტთა“
შემადგენლობაში 12-12 ქულა მიითვალეს საბა მგალობლიშვილმა და ნუგზარ ტაბაღუამ. დღის
დასკვნით შეხვედრაში კი შსს აკადემიამ ,,ავერსი“
119:45 გაანადგურა. ავერსელებს 16 ქულა ლუკა
ოსკოპელმა შესძინა, ხოლო შსს-ს შემადგენლობაში 30 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი
შოთა გელაზონიამ შეასრულა. სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლადა ლევან ლოლიშვილს, რომლის
ანგარიშზეც 14 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნაა.
18-წლამდელთა მე-9 ტურის ხვალ ბათუმში გაგრძელდება.
,,ზღვისპირელები“ საკუთარ მოედანზე ჰიუნდაის 15 საათზე უმაპინძლებენ.
ნიკეა – სოხუმი
თსსუ – მარნეული
კარდინალი – ნაკრები 97
შსს აკადემია – ავერსი