18-წლამდელთა მეორე ტური

18-წლამდელთა მეორე  ტური

18-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩებს  საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა უმასპინძლა. დღის
პირველ მატში ერთმანეთს სოხუმისა და ჰიუნდაის გუნდები დაუპირისპირდნენ, 

სადაც სოხუმელებმა დიდი ანგარიშით 95:48 იმარჯვეს.

,,ზღვისპირელებმა” ყველა კომპონენტში აჯობეს მეტოქეს და ყველა მეოთხედი მოგებით დაასრულეს.  გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი ერთბაშად ოთხმა
მოთამაშემ შეასრულა: ოთო ბულიავამ (27ქ. 12მ), გუგა ძიძიგურმა (21ქ. 12მ.), ბექა ზედელაშვილმა
(12ქ.15მ) და მიხეილ  ანანიაშვილმა (13ქ.14
პასი).

 რაც შეეხება
,,ჰიუნდაის”, მის შემადგენლობაში ყველაზე მეტი  21 ქულა სანდრო სანაძის ანგარიშზეა.

,,ნიკეასა” და ,კარდინალის” შეხვედრა ,,კარდინალის”
მოგებით 88:69 დასრულდა. მატჩი ნიკეას უპირატესობით დაიწყო, თუმცა ,,კარდინალმა” მეტოქეს
მოგების საშუალება არ მისცა და სოლიდური სხვაობითა გაიმარჯვა.

,,ნიკეას” გუნდს ვოვა ბულიგინმა ულიდერა, რომელმაც
31 ქულითა და 22 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო მოგებულებს გურამ კენჭიაშვილმა
ულიდერა,რომელიც ასევე ორმაგი დუბლის ავტორი 
გახდა –  22 ქულა, 19 მოხსნა, 6 პასი.

საინტერესო გამოდგა თსსუ-სა და ,,თელავი” დაპირისპირება, სადაც მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში
3 ქულის სხვაობით  დაამარცხეს მეტოქე –
62:59. ,,მედოკოსებს” ლერი კვანტალიანმა ულიდერა, რომლემაც 32 ქულითა და 16 მოხსნით
ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო  თელაველთა რიგებში
ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა  კალათბურთელმა მიითვალა:
რევაზ ხაჩიძემ(29ქ. 13მ) და ოთარ ამონაშვილმა(12ქ.17მ).

  ,,აკადემია
2-მა”  იოლად  60:41 დაამარცხა ნაკრები 97.  აკადემიელებს 16 ქულით თენგო ხუციშვილმა ულიდერა,
ხოლო ორმაგი დუბლი ნიკა ბაქრაძემ შეასრულა – 14 ქულა და 10 მოხსნა.