18-წლამდელთა მორიგი ტური ,,აკადემიაში” მიმდინარეობს

18-წლამდელთა მორიგი ტური ,,აკადემიაში” მიმდინარეობს

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტური, რომელიც გუშინ მარნეულში დაიწყო, დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გრძელდება. მარნეულის ,,ინტერმა”  გუშინ საკუთარ მოედანზე ,,ავერსს” უმასპინძლა და მეტოქე 62:51 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ,,ქვემოქართლელთა” უპირატესობით წარიმართა, რომელთაც მეტოქეს ტაიმში 36:23 აჯობეს. მესამე მეოთხედში ,,ავერსი” გააქტიურდა და სხვაობა 6 ქულამდე დაიყვანა – 41:46, თუმცა დასკვნით მეოთხედში ,,მარნეულმა” მეტოქეს  არ დაუთმო და მატჩი დამაჯერებელი მოგებით დაასრულა.

გამარჯვებულებს 20 ქულით ირაკლი ჯანხოთელმა ულიდერა, ხოლო 14 ქულითა და 9 მოხსნით ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა ვახტანგ ბერიძეს დააკლდა. ,,ავერსის” შემადგენლობაში გამოირჩა ლუკა ოსკოპელი, რომელმაც თავის გუნდს 16 ქულა შესძინა.

საკალათბურო  აკადემიის დარბაზში ერთმანეთს აკადემია2 და ,,სოხუმი” დაუპირისპირდნენ, სადაც 10-ქულიანი უპირატესობით,  59:49 სოხუმელებმა იმარჯვეს.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული  გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა(15:15), თუმცა მეორე მეოხედიდან ,,სოხუმი” აქტიურად ათამაშდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში მე-11 გამარჯვება იზეიმა. აკადემიელთა რიგებში 14 ქულით ბექა წილოსანი გამოირჩა, ხოლო  ,,სოხუმის” შემადგენლობაში 21 ქულით საუკეთესო შოთა გოლეთიანი იყო.

,,ნიკეამ” უმაპინძლა ,,რუსთავს”, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და მარცხი განიცადა – 65:86.რუსთაველებმა თითქმის ყველა კომპონენტში აჯობეს მასპინძლებს და იოლი გამარჯვება მოიპოვეს. ,,ნიკეას” გუნდში საუკეთესო ვოვა ბულიგინი იყო, რომელმაც 29 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ფირან გაგნიძეს 10 ქულითაა და 9 მოხსნით ორმაგ  დუბლამდე ერთი მოხსნაღა დააკლდა. ,,რუსთავს” 23 ქულით ულიდერა ერეკლე ლორთქიფანიძემ, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა:შოთა ნარჩომაშვილმა 12 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა, ხოლო გიორგი ოქროჭელიძის ანგარიშზე 12 ქულა და ამდენივე მოხსნაა.

 შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს კიდევ 3 მატჩი გაიმართება:ერთმანეთს თსსუ – აკადემია, შსს აკადემია  – ,,ქუთაისი” და ,,კარდინალი”- ,,ჰიუნდაი” დაუპირისპირდებიან. მატჩები 14:00. 16:00 და 18:00 საათზე შედგება.