18-წლამდელთა
მორიგი ტური, რომელიც გუში თელავსა და მარნეულში დაიწყო, დღეს ტრადიციულად ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში გაგრძელდა.
ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა თელავისა და აკადემია -ის დაპირისპირება,
რომელიც თელავში გაიმართა და საბოლოოდ აკადემიელთა
გამარჯვებით დასრულდა -56:60. თელაველებს
26 ქულა რევაზ ხაჩიძემ შესძინა, ხოლო გამარჯვებულებს 18 ქულით ბექა დარახველიძემ ულიდერა,
ორმაგი დუბლი მიითვალა ნიკა ცქიტიშვილმა, რომელმაც 10 ქულა და 11 მიითვალა.
,,მარნეულმა”
შინ სამედიცინო მიიღო და მეტოქე 57:48 დაამარცხა. გამარჯვებულებს 22 ქულით გიორგი
მინაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ვახტანგ ბერიძის ანგარიშზე -14 ქულა და 18 მოხსნა.
,,მედიკოსებს” კი 21 ქულა გიორგი რაზმაძემ
შესძინა.
აკადემიის
საკალათბურთო დარბაზში შედგა 18-წლამდელთა ტურის დარჩენილი შეხვედრები , დღის პირველ
მატჩში ,,ავერსისა” და სსს-ს დაპირისპირება გაიმართა, სადაც ,,ძალოვნებმა” 81:46 იმარჯვეს.
შსს აკადემიას შემადგენლობაში საუკეთესო
18 ქულით ლევან გორდულაძე იყო, ხოლო 14 ქულითა
და 19 მოხსნით ორმაგი დუბლი შოთა გელაზონიამ მიითვალა. რაც შეეხება ,,ავერსს”, მის
რიგებში 11 ქულით საბა ბაქრაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი ზურაბ შანშიაშვილმა შეასრულა
– 10 ქულა და 14 მოხსნა.
მარცხი განიცადა ,,ჰიუნდაიმ”, რომელმაც ,,რუსთავს” უმასპინძლა
– 62:92. ქვემოქართლელთა რიგებში 17 ქულით საუკეთესო გიორგი დვალი იყო, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა
მოთამაშემ მიითვალა: თორნიკე ქიტოშვილის ანგარიშზე 13 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა
და 9 მოხსნაა, ხოლო გიორგი ოქროჭელიძემ 14 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. ,,ჰიუნდაის”
შემადგენლობაში გამოირჩა სანდრო ბოლქვაძე, რომლის ანგარიშზეც 19 ქულა და 14 მოხსნაა.
არ შედგა ,,სოხუმისა” და ,,ნიკეას” დაპირისპირება.
ნიკეას გუნდი თამაშზე არ გამოცხადდა და შესაბამისად სოხუმელებს ტექნიკური მოგება
(20:0) ჩაეთვალათ.
აკადემია2-მა
საკუთარ მოედანზე ,,ბათუმი” მიიღო და
მეტოქე დიდი სხვაობით, 79:57 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში 19 ქულით ნიკა ბაქრაძე გამოირჩა, ხოლო 10 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი
დუბლი გეგი ბაქარძემ შეასრულა.
,,ზღვისპირელებს”
16 ქულა თემურ ზაქარაძემ შესძინა, ხოლო ორმაგი დუბლი ნიკოლოზ კოკობინაძის ანგარიშზეა – 10 ქულა და ამდენივე მოხსნა.
დაძაბული გამოდგა ტურის დასკვნითი მატჩი, სადაც ერთმანეთს
ნაკრები-97 და ,,თბილისის კარდინალები” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ,,კარდინალის” სასარგებლოდ
დასრულდა, რომელმაც მეტოქესთან 4 ქულის სხვაობით, 56:52 იმარჯვა.
გამარჯვებულთა რიგებში13 ქულით საუკეთესო მიხეილ მეგრელიძე
იყო, ხოლო 16 -წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 13 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი
ლევან მასხულიას ანგარიშზეა.