18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელარუსთან დამარცხდა (VIDEO)

18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ბელარუსთან დამარცხდა (VIDEO)

საქართელოს 18-წლამდელთა ნაკრებმა
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე მატჩი გამართა და კვლავ მარცხი
განიცადა. ისლანდიასთან წაგების შემდეგ, არჩილ ჟღნტისა და მიხეილ
კობეშავიძის გაწვრთნილი გუნდი ბელარუსს შეხვდა და მატჩი 63:97 დათმო.
საქართველოს ნაკრები მეორე პერიოდში
გატყდა. აღნიშნული 10-წუთეული ქართველებმა 14:30 წააგეს და დიდი
შესვენებისთვის 23 ქულით ჩამორჩნენ. ჩვენმა ნაკრებმა მეორე პერიოდში
ვერაფერი შეცვალა და საბოლოოდ 34 ქულით დამარცხდა.
ჩვენი ნაკრები მომდევნო მატჩს 30 ივლისს, თბილისის დროით 21:30 საათზე, ხორვატიასთან გამართავს.

სტატისტიკა: 63:97