18-წლამდელთა პლეიოფი დაიწყო

18-წლამდელთა პლეიოფი დაიწყო

პლეი ოფის მატჩები სპორტკომპლექს „არენაში“ დაიწყო,
სადაც დღეს სუპერლიგის მეოთხედფინალებთან ერთად 18-წლამდელთა 2 მატჩიც გაიმართა.

 რეგულარულ
ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული „ჰიუნდაი“ 1997-წლამდელთა ნაკრებს შეხვდა, ხოლო
„აკადემიამ“ „ქუთაისს“ უმასპინძლა.

 შედარებით საინტერესო პირველი მატჩი იყო, რომელშიც ნაკრების
კალათბურთელებმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს ჰიუნდაელებს. 3 მეოთხედის განმავლობაში
ნაკრები წარმატების შანსს იმარჩუნებდა, თუმცა ნიკო ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“
ბოლო პერიოდი დამაჯერებლად ჩაატარა და 72:60 გაიმარჯვა. ჩერქეზიშვილის გუნდს ნახევარფინალში
გასასვლელად კიდევ ერთი გამარჯვება სჭირდება.

 ჰიუნდაელთა შორის 19 ქულით ბომბარდირი ალექსანდრე ბოლქვაძე
გახდა, ხოლო კახა ტომარაძემ და ლუკა ზაქრაძემ ორმაგი დუბლი შეასრულეს. პირველმა 18
ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ზაქრაძეს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა – 16 ქულა,
10 მოხსნა და 8 პასი.

 რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „აკადემიამ“ „ქუთაისი“
დიდი ანგარიშით – 78:45 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ აკადემიელები მხოლოდ 3 ქულით
იგებდნენ, თუმცა მესამე მეოთხედი 23:9 მოიგეს, მეოთხე კი – 22:6 და სტუმრებს შანსი
არ დაუტოვეს.

 გამარჯვებულთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ნიკა ღურწკაია,
ხო ქუთაისელებში უჩა გამრეკლიძემ 21 ქულა და 22 მოხსნა მოაგროვა. ამ გუნდების სერიის
მეორე შეხვედრა 27 აპრილს, ქუთაისში გაიმართება.
ჰიუნდაი – ნაკრები 72:60
აკადემია – ქუთაისი   78:45