18-წლამდელთა შედეგები

18-წლამდელთა შედეგები

18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი ,,სოხუმსა“
და ,,ჰიუნდაის“ შორის, რომელიც ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკდემიის დარბაზში შედგა,
 სოხუმელთა გამარჯვებით, 66:49 დასრულდა.

მატჩის
საწყისი წუთები ,,ჰიუნდაის“ უპირატესობით დაიწყო, თუმცა მოერე მეოთხედის შემდეგ ,,ზღვისპირელებმა“
მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და სოლიდური მოგება გაიფორმეს. ,,ჰიუნდაის“ რიგებში 16 ქულით
სანდრო ბოლქვაძე გამოირჩა, ხოლო 14 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი კახა ტომარაძის
ანგარიშზეა. ,,სოხუმის“ შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ შეასრულა:
ოთო ბულიავამ 25 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ბექა ზედელაშვილმა 14 ქულა და
13 მოხსნა მიითვალა.

 მორიგი მარცხი
განიცადა ,,ნიკეამ“, რომელიც კარდინალთან“ დიდი სხვაობით 88:58 განადგურდა. ,,კარდინალმა“
ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე და იოლი გამარჯვება მოიპოვა. ,,ნიკეას“ რიგებში
14 ქულა ზუკა გეგჭკორის ანგარიშზეა, ხოლო კარდინალის გუნდს 34 ქულით  გურამ კენჭიაშვილმა ულიდერა.

საინტერესო გამოდგა ,,თელავისა“ და ,,მარნეულის“ შეხვედრა,
რომელიც ქ. თელავში გაიმართა და მას[ინძელთა გამარჯვებით, 75:71 დასრულდა. მოგებულთა
შემადგენლობაში 19 ქულით რევაზ ხაჩიძე გამოირჩა, ხოლო 16 ქულითა და ამდენივე მოხნით
ორმაგი დუბლი  ოთარ ამონიშვილმა შეასრულა. ,,მარნეულის“
მხრიდან კი ყველაზე მეტი 21 ქულა ჯაბა მოხევიშვილმა დააგროვა.