18-წლამდელთა შედეგები

18-წლამდელთა შედეგები

18–წლამდელთა 
ჩემპიონატის მორიგი ტური, რომელიც გუშინ მარნეულსა და თელავში დაიწყო, დღეს
აკადემიის დარბაზში გაგრძელდა.

,,თელავმა“ საკუთარ მოედანზე შინაგან საქმეთა
სამინისტროს უმასპინძლა, თუმცა ვერაფერი გააწყო და 61:97 დამარცხდა.

შსს–მ ყველა
პერიოდში აჯობა მეტოქეს და სტუმრად იოლი გამარჯვება მოიპოვა.

,,ძალოვანთა“ შემადგენლობაში საუკეთესო შოთა
გელაზონია იყო, რომელმაც 26 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო თელაველებს
20 ქულა  ერეკლე იანტბელიძემ შესძინა.
ორმაგი დუბლი მიითვალა ოთარ ამონიშვილმა, რომელმაც 10 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.

,,მარნეულმა”საკუთარ მოედანზე ,,აკადემია 1” მიიღო,
თუმცა მარცხი განიცადა – 43:78. აკადემიელებმა ყველა პერიოდში აჯობეს მეტოქეს და
იოლად იმარჯვეს. მასპინძელთა რიგებში 18 ქულით გიორგი მინაძე გამოირჩა, ხოლო
აკადემიელთაგან  15 ქულით საუკეთესო  ბექა დარახველიძე იყო.

აკადემიის დარბაზში მასპინძელმა ,,აკადემია 2“–მა
რუსთავს უმასპინძლა  და შეხვედრა 56:61
დათმო. მატჩი ქვემოქართლელთა უპირატესობით წარიმართა, აკადემიელები ბოლო მეოთხე
პერიოდში გააქტიურდნენ, რაც მოსაგებად საკმარისი 
არ აღმოჩნდა. გამარჯვებულთა რიგებში 13–13 ქულა შოთა ნარჩომაშვლისა და
ლევან ურიდიას ანგარიშზეა, ამ უკანასკნელმა კი 19 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი  დუბლის ავტორი გახდა.  მასპინძელთა მხრიდან  19 ქულით გამოირჩა გიორგი იაკობიძე.

,,ნიკეას“ გუნდი დიდი ანგარიშით დამარცხდა ,,ჰიუნდაისთან“,
რომელმაც  ყველა კომპონენტში დაჯაბნა
მეტოქე და იოლი გამარჯვება გაიფორმა. მოგებულებს სანდრო ბოლქვაძემ ულიდერა, რომელმაც 31
ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ნიკეას რიგებში 20 ქულა ფირან
გაგნიძის ანგარიშზეა. 11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი ვოვა ბულიგიმა
მიითვალა.

სამედიცინომ 
,,ქუთაისს“ უმაპინძლა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 57:95. ,,მედიკოსებს“ 16 ქულა გიორგი რაზმაძემ შესძინა,
ხოლო ,,ქუთათურებს“ლევან გრძელიძემ და უჩა გამრეკლიძემ ულიდერეს. გრძელიძემ 30
ქულა და 8  პასი დააგროვა, ხოლო
გამრეკლიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა – 28 ქულა და 14 მოხსნა.

,,კარდინალისა“
და ,,ბათუმის“ მატჩი ზღვისპირელთა გამარჯვებით დასრულდა – 85:77.  მოგებულთა 
მხრიდან 23 ქულით ნიკა კოკობინაძე გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი თემურ ზაქარაძისა
(13ქ.10მ) და მურად ბაკურაძის (11ქ.15მ) ანგარიშზეა. ,,კარდინალის“ შემადგენლობაში საუკეთესო გურამ
კემჭიაშვლი იყო, რომელიც 34  ქულითა და 14
მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.

 ტურის
დასკვნით მატჩში ერთმანეთს ნაკრები–97 და ,,სოხუმი“ დაუპირისპირდნენ, სადაც სოხუმელებმა
 კადეტებთან 69:46 იმარჯვეს. 16-წლამდელთა
ნაკრებს 22 ქულა ლუკა ზაქრაძემ შესძინა, ხოლოგამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლი
ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ბექა ზედელაშვილის ანგარიშზე 21 ქულა და 20
მოხსნაა, ხოლო ოთო ბულიავამ 19 ქულა და 17 მოხსნა დააგროვა.