18-წლამდელთა ტური სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა

18-წლამდელთა ტური სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა

  18-წლამდელთა მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა დღეს
თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ერთმანეთს კარდინალისა და სოხუმის გუნდები
დაუპირისპირდნენ.

საკმაოდ პრინციპულ მატჩში სოხუმელებმა დამაჯერებლად, ანაგარიშით 74:53  იმარჯვეს.

  პირველი მეოთხედი
ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თავდაპირველად შეხვედრა სოხუმელთა უპირატესობით
დაიწყო, თუმცა პერიოდის მიწურულს ,,კარდინალი” გააქტიურდა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა
– 15:16.

 მეორე პერიოდი
გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეორე პერიოდის მესამე  წუთზე 
18:18 დაფიქსირდა, მეოთხედის  შუაწელში
კი სოხუმელები 3-ქულით დაწინაურდნენ  – 24:27.  ამის შემდეგ ,,სოხუმი” კიდევ უფრო დაწინაურდა და
პირველი ტაიმის დასრულებამდე 1 წუთით ადრე წინ 14 ქულით გაიქცა – 39:25. დარჩენილ დროში  ,,კარდინალმა” ვერ მოახერხა ქულის მოპოვება და ამ
ანგარიშითვე დასრულდა მატჩის პირველი ნახევარი.

 სულ სხვაგვარი
აღმოჩნდა თამაშის მეორე ნახევარი. მესამე და მეოთხე პერიოდებში სოხუმელებმა ფაქტურად  შანსი არ დაუტოვეს ,,კარდინალს”, დაცვაშიც ჩინებულად
გაისარჯნენ და სოლიდური მოგება გაიფორმეს.

  ,,სოხუმის”
შემადგენლობაში საუკეთესო ბექა ზედელაშვილი გახლდათ, რომელმაც 22 ქულითა და 25 მოხსნით
ორმაგი დუბლი შეასრულა. ხოლო ,,კარდინალის ”რიგებში ორმაგი დუბლი მიხეილ მეგრელიძის
ანგარიშზეა – 11 ქულა და 10 მოხსნა.