2012-2013 წლების ასაკობრივი ჩემპიონატები იწყება

2012-2013 წლების ასაკობრივი ჩემპიონატები იწყება

  2012 წლის
1 ნოემბერს სტარტს აიღებს საქართველოს 18-წლამდელთა ჩემპიონატი. 2012-2013
წლების სეზონში მონაწილეობას 18 გუნდი მიიღებს:

  შსს აკადემია, რუსთავი 1, რუსთავი 2, ნიკეა, მართვე
1, მართვე 2,  მართვე 3, ჰიუნდაი 1, ჰიუნდაი
2, თსსუ, აკადემია 1, აკადემია 2, ქუთაისი, დინამო, მარნეული, მაკაბი, თელავი და ნაკრები-97.

თამაშები  თბილისში,
ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, მარნეულსა და თელავში  გაიმართება.

  წლევანდელი
სეზონის ჩემპიონატი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე კენჭისყრის შედეგად 18 გუნდი
ერთ წრეს ითამაშებს, რომლის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდებიან:
,,ა“ ჯგუფში მოხვდება საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 8 გუნდი, ,,ბ“  ჯგუფში კი დანარჩენი  – 10. ქვეჯგუფებში თამაშები ერთ წრედ გაიმართება.  პირველი ეტაპის შემდეგ ,,ა“ ჯგუფში მოხვედრილ 8
გუნდს  და აგრეთვე იმ 10 გუნდს, რომლების ,,ბ“
ჯგუფში იასპარეზებენ, პირველ წრეში  ურთიერთშეხვედრების
შედეგად მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდება.

,,ბ“ ჯგუფში მოხვედრილი 10 გუნდი ითამაშებს  მხოლოდ ერთ წრეს და შესაბამისად მიენიჭება ადგილი
9-დან 18-მდე.  მესამე ეტაპზე ,, ა“ ჯგუფში  გასული 8 გუნდიდან ყველა გუნდი ითამაშებს მეოთხედფინალში,  1-4 ადგილზე გუნდები კი პლეიოფის სისტემით ორ მოგებამდე
ითამაშებს.

 18-წლამდელთა
ჩემპიონატის დაწყების შემდეგ, 2012 წლის 4 ნოემბერს,  სტარტს 16-წლამდელებიც აიღებენ.

 წლავნდელ სეზონში
16-წლამდელთა ასაკობრივ  ლიგაში 24 გუნდი იასპარეზებს,
რომლებიც ა და ბ ჯგუფებში იქნებიან გადანაწილებულნი.

ა ჯგუფი: 
რუსთავი1, რუსთავი3, ქუთაისი2, მარნეული, ჰიუნდაი1, შსს კადემია, აკადემია2, მართვე3, სოხუმი, ორბი2, კაქტუსი, მართვე1.
ბ ჯგუფი:
 რუსთავი2, ქუთაისი1, ბათუმი, ორბი1, აკადემია1, მართვე2, მართვე4, TBC, AXE, დინამო, იმედი, ლომები.

16-წლამდელთა ჩემპიონატი ორ ეტაპად ჩატარდება:

 პირველ ეტაპზე
კენჭისყრის შედეგად გუნდები ორ ქვეჯგუფად გაიყოფიან,  სადაც ერთ  წრედ იასპარეზებენ. მეორე ეტაპზე 6-6 საუკეთესო შედეგის
მქონე გუნდი შეადგენს  ორ ფინალურ ქვეჯგუფს
(,,ა“ – ,,ბ“), ხოლო დანარჩენი 6-6 გუნდი  ,,გ“
– და ,,დ“ ქვეჯგუფებში ითამაშებენ შემდეგი სისტემით: ,,ა“ ქვეჯგუფი ეთამაშება ,,ბ“
ქვეჯგუფს, ხოლო ,,გ“ ქვეჯგუფი -,,დ“ ქვეჯგუფ  ერთ წრედ. 
გუნდებს პირველ წრეში ურთიერთშეხვედრების შედეგად მოპოვებული ქულები შეუნარჩუნდებათ.

 ფინალურ  (,,ა“- ,ბ“) ქვეჯგუფებში მონაწილე  გუნდებიდან 4-4 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი პლეიოფში
იაპარეზებს, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება.