3X3 კალათბურთის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა

3X3 კალათბურთის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში გავიდა

 გალერეა 3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრები ჯგუფიდან გავიდა. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფურორი მოახდინა და საწყისი 3 მატჩის მოგებით მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
დავით აფხაზავა, ნიკა ლოლიშვილი, გიორგი კორსანტია და ნიკა დარბაიძე – ეს ის ბიჭები არიან, რომლებმაც ქართული კალათბურთის ისტორია დაწერეს. სათამაშო სახეობებში საქართველოს ნაკრებს აქამდე არასდროს მოუხერხებია ჯგუფიდან გასვლა. ეს შეძლო კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა, რომელმაც 1 ივნისს თურქეთისა და ანდორის დამარცხების შემდეგ დღეს, 3 ივნისს ჩინეთის ნაკრებს 19:8 მოუგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ფავორიტ არგენტინასთან 14:18 დათმო, თუმცა ამით მხოლოდ ჯგუფის პირველი ადგილი დაკარგა, ისე კი, პლეი ოფში მეორე ადგილიდან გავიდა. გადამწყვეტი მატჩი ქართველებმა ჩინეთის ნაკრებს 19:8 მოუგეს, რითაც ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს და დასკვნით მატჩში ფავორიტ არგენტინას შეხვდნენ. სამხრეთამერიკულ ნაკრებთან ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ბოლო წუთებზე დაძაბულ ბრძოლაში 14:18 წააგეს და ჯგუფში არგენტინის შემდეგ მეორე ადგილი გაიფორმეს.
4 ივნისს მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასული გუნდებისთვის დასვენების დღეა. საქართველოს ნაკრები 5 ივნისს მეოთხედფინალურ მატჩში იტალიას დაუპირისპირდება.