თბილისის სპორტის სასახლემ 18-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვერებს უმასპინძლა. დღის პიველ მატჩში აკადემია 2-მა ნაკრები-95 იოლად,
67:48 დამაარცხა.
შეხვედრის საწყისის ათწუთეული ნაკრების სასარგებლოდ
წარიმართა(16:11), თუმცა მერე მეოთხედიდან მოყოლებული აკადემილებემა ,,კადეტებს” შანსი არ
დაუტოვეს და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვეს. ნაკრების შემადგენლობაში 12 ქულით სოსო
მაჭავარიანი გამოირჩა, ხოლო აკადემია 2-ს 23
ქულით ბადრი ჭიხვარიამ ულიდერა.
აკადემია 1-მა შინ ,,ქუთაისი“ მიიღო, თუმცა მეტოქესთან
ვერაფერი გააწყო და 62:85 დამარცხდა. შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა უპირატესობით
წარიმართა, ქუთაისელებმა ძალიან აქტიურად ითამაშეს და პირველ მეოთხედში მეტოქე
21-9 გაანადგურეს. ,,იმერლებმა“ მეორე პერიოდშიც იყოჩაღეს და დიდ შესვენებაზე სოლიდური
უპირატესობით გავიდნენ – 46:20.
აკადემიელებმა ვერც მატჩის მეორე ნახევარში მოახერხეს
თამაშში გარდატეხის შეტანა და მარცხი განიცადეს. ,,ქუთაისის“ შემადგენლობაში 27 ქულით
საუკეთესო ლევან გრძელიძე იყო, ხოლო ორმაგ დუბლამდე ერთი მოხნაღა დააკლდა ნოდარ გოგოძეს,
რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. აკადემიელთა
რიგებში 25 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა დარახველიძე, რომელიც
ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ნაკრები95 – აკადემია 2
აკადემია 1 – ქუთაისი