“აკადემია” ჩემპიონია. ნაკრებს ვერცხლი არ ერგო

“აკადემია” ჩემპიონია. ნაკრებს ვერცხლი არ ერგო

„აკადემია“ ჩემპიონია. გია კაზანჯიანის გუნდმა, რომელსაც ფინალში გელა წულაძე წვრთნიდა, გია
კაზანჯიანის 16–წლამდელთა ნაკრები დაამარცხა და პირველობა ირგუნა.

თუმცა რომც წაეგო, „აკადემია“ მაინც ჩემპიონი ხდებოდა. საქმე ის
გახლავთ, რომ 16–წლამდელთა ნაკრები 18–წლამდელთა ჩემპიონატში მხოლოდ და მხოლოდ
კლასის ასამაღლებლად გამოდის და შესაბამისად უკონკურსოს სტატუსი აქვს. ანუ ამ
ნაკრების მიერ მოგებული რაიმე მედალი ან ტიტული სათვალავში არ მიიღება. ამიტომაც
იყო, რომ ნახევარფინალურ სერიებში წაგებულმა გუნდებმა, „ქუთაისმა“ და „სოხუმმა“, მე–3
კი არა, რეალურად მე–2 ადგილი გაითამაშეს. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქუთაისელებმა
მოიგეს და მეორე ადგილი დაიკავეს, მესამე კი შესაბამისად „სოხუმი“ გახდა.

მივუბრუნდეთ „აკადემიისა“ და ნაკრების მატჩს. იგი საკმაოდ საინტერესო
გამოდგა, რადგანაც ნაკრებმა „აკადემიასაც“ ბრძოლა გაუმართა და ღირსეულად
დამარცხდა. ეს ფაქტობრივად იყო 16 და 18–წლამდელთა ნაკრებების მატჩი, თუმც, რა
თქმა უნდა, რამდენიმე ლეგიონერის გარეშე.

უნდა ითქვას, რომ 16–წლამდელთა ნაკრები ამის წინა სესონშიც
მონაწილეობდა 18–წლამდელებში და რეგულარულში მხოლოდ ბოლო 2 მატჩი მოიგო. ახლა კი
გია კაზანჯიანის გუნდი პლეი ოფში ხომ გავიდა და ლამის პირველზეც გავიდა. რეალურად
ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა, ოღონდ, შესაბამისი მედლები არ გადაეცა.

სტატისტიკა: http://u-18.ge/playoff/09-10/result/203
ფოტოგალერეა: http://u-18.ge/gallery.php?cat=5&alb=525&img=745