,,აკადემია” დაწინაურდა, ,,რუსთავმა” კი სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

,,აკადემია” დაწინაურდა, ,,რუსთავმა” კი სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

გალერეა 

საკალათბურთო
აკადემიის დარბაზმა დღეს 18-წლამდელთა ნახევარფინალის 2 შეხვედრას უმასპინძლა. ,,შსს
აკადემია’’ ,,აკადემიას’’ დაუპირისპირდა. მატჩი თანაბრად დაიწყო, თუმცა ,,შსს აკადემიამ’’
მეორე პერიოდში უპირატესობა მოიპოვა და შესვენებაზე 10-ქულიანი ლიდერობით გავიდა. აკადემიელებმა
კარგად ჩაატარეს მეორე ნახევარი, სხვაობა შეამცირეს და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანეს.
დამატებით დროში კი 3 ქულის სხვაობით დაამარცხეს მეტოქე – 67:64 და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

მეორე შეხვედრა
,,მართვე 165-ე სკოლასა’’ და ,,რუსთავს’’ შორის გაიმართა. ,,რუსთავმა’’ , რომელსაც
ლიდერები, გოგობერიშვილი და ტურძელაძე დაუბრუნდნენ, 15 ქულის სხვაობით სძლია მეტოქეს
და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

გაგაცნობთ ნახევარფინალური
თამაშების შედეგებს, საუკეთესო მოთამაშეებს და მწვრთნელების მიერ გაკეთებულ მატჩისშემდგომ
კომენტარებს.

შსს აკადემია – აკადემია  64:67

შსს აკადემია: ლევან გოგალაძე – 19ქულა; გიორგი
გუგეშაშვილი – 16ქულა, 10მოხსნა, 8პასი; ლევან ბაბილოძე – 11ქულა, 8მოხსნა.

აკადემია: გიორგი თევდორაშვილი – 23ქულა; ლუკა გიორგაძე –
17ქულა, 12მოხსნა; ლუკა ბულაშვილი – 11ქულა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
პირველ რიგში, მივულოცავ ,,აკადემიას’’ გამარჯვებას. ჩემმა ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს
გამარჯვების, 10-ქულიანი უპირატესობა დავკარგეთ და ელემენტარული შეცდომების გამო დავთმეთ
თამაში. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, პირველ რიგში, ჩემს თავზე ვიღებ. მოვემზადებით
ხვალინდელი შეხვედრისთვის, შევეცდებით გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ დღევანდელი
შეცდომები და რევანში ავიღოთ.

ირაკლი ტომარაძე(,,აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ,,შსს აკადემია’’ ძალიან ძლიერი გუნდია, ჩემპიონატის
ფავორიტია და ადვილად არაფერს დათმობს. თუმცა, დღეს შევძელით მათი დამარცხება და ბიჭები
თუ მოინდომებენ, ფინალში გასვლის შანსი ნამდვილად გვაქვს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.
მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ.

 

მართვე 165-ე სკოლა – რუსთავი  75:90

მართვე 165-ე
სკოლა: დავით ლომიძე – 28ქულა; სოსო გოგნაძე – 18ქულა, 14მოხსნა;
გიორგი რეხვიაშვილი – 11ქულა.

რუსთავი:
გიორგი ტურძელაძე – 20ქულა, 14მოხსნა; გიგი გოგობერიშვილი – 18ქულა; დიმიტრი ჩიჩუა
– 18ქულა; დავით ბარამიძე – 13ქულა, 11მოხსნა; ნუგზარ ტაბაღუა – 11ქულა, 11მოხსნა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ხათუნა გაბედავა(,,მართვე 165-ე სკოლის’’ მთავარი მწვრთნელი):
სუსტად ვითამაშეთ და სამწუხაროდ, სროლები არ წაგვივიდა. მეტოქე კი სიზუსტით გამოირჩა,
განსაკუთრებით დიმიტრი ჩიჩუას გამოვარჩევდი. დღეს ,,რუსთავი’’ უფრო მომზადებული იყო
და გაიმარჯვეს კიდეც.

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი):
გოგობერიშვილი და ტურძელაძე დაგვემატნენ,ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალაა. გარედან სროლებიც
წაგვივიდა პირველ ტაიმში და მატჩი ლოგიკური შედეგით დასრულდა.