“აკადემიამ” ნახევარფინალის ნახევარი მოიგო

“აკადემიამ” ნახევარფინალის ნახევარი მოიგო

გუშინ „აკადემიასა“ და „სოხუმს“ შორის
ნახევარფინალური სერია გაიხსნა. აკადემიელებმა ზედმეტი პრობლემების გარეშე დაამარცხეს
სოხუმელები და თუკი ხვალ მომდევნო მატჩსაც მოიგებს, ფინალში გავა.

საკუთრივ ეს შეხვედრა აკადემიელთა სრული უპირატესობით წარიმართა. მათ
თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და თამაშის ბოლომდე ზელიდან არ გაუშვიათ.

გამარჯვებულთაგან მერაბ ბოქოლიშვილი 16 ქულით ბომბარდირი გახდა, ხოლო
გოგა ჯავახიშვილმა 15 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.

სოხუმელებში თავი გიორგი ამირხანაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც 20 ქულას
მოუყარა თავი.

გუშინვე სპორტის სასახლეში 5–8 ადგილებისთვის მატჩი გაიმართა. „მართვემ“
იოლად სძლია „დინამოს“ და ახლა „ჰიუნდაი“–„რუსთავს“ შორის გამარჯვებულს ელოდება,
მე–5 ადგილისთვის რომ შეებრძოლოს. „დინამო“ კი მე–7 ადგილისთვის მატჩს გამართავს „ჰიუნდაი“–„რუსთავს“
შორის წაგებულთან.