“აკადემიამ” “ნიკე” სასახლეში დაამარცხა

“აკადემიამ” “ნიკე” სასახლეში დაამარცხა

სპორტის სასახლემ გუშინ ერთ 18–წლამდელთა მატჩს
უმასპინძლა. ქვეყნის უმთავრეს არენაზე „აკადემიამ“ და
„ნიკემ“ ითამაშეს. შეხვედრა საინტერესოდ კი დაიწყო, მაგრამ აკადემიელებმა
საბოლოოდ სოლიდური სხვაობით იმარჯვეს.

ამ მატჩს არც ერთი გუნდისთვის სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ორივე მათგანი იმ ადგილზე რჩებოდნენ, რომლებზეც
ახლა არიან. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მოთამაშეებს თავი არ მოუკლავთ.

რამდენიმე დღეში ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მეოთხედფინალური
წყვილები საბოლოოდ გაირკვევა.

სტატისტიკა: http://u-18.ge/results.php?gameid=151