“აკადემიამ” ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

“აკადემიამ” ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

„აკადემიამ“ ფინალური სერიის პირველი მატჩი დაძაბულ ბრძოლაში მოუგო „დინამოს“ და თუკი 3 მაისს გასამართ მეორე შეხვედრაშიც იმარჯვებს, ჩემპიონი გახდება.
სპორტის სასახლეში გამართული ეს მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა. მართალია, „აკადემიამ“ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და დინამოელებს ახლოს არ იკარებდა, თამაშს მაინც ეტყობოდა, რომ დაძაბული ფინალი ექნებოდა და ასეც მოხდა. ბოლო მეორთხედში დავით თორთლაძის გუნდი წამოეწია „აკადემიას“ და ანგარიშიც გაუთანაბრა. დინამოელებმა ეს მწყობრი დაცვითა და სწრაფი კონტრშეტევებით მოახერხეს. გივი ბაქრაძეს სწრაფად გადაჰქონდა ბურთი მეტოქის ნახევარზე, სადაც ან ტანმაღალ დინალოელებს აძლევდა პასს, ანაც ტავად აგვირგვინებდა შეტევას.აკადემიელები მთელი თამაშის მანძილზე გამართულად თამაშობდნენ, მაგრამ ბოლოში ცოტა მოადუნეს ყურადღება და კინაღამ დაისაჯნენ. ბოლო წუთზე ალალ ბედზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. ვინც ჩააგდებდა, ის მოიგებდა და დინამოელებს არ გაუმართლათ. „აკადემიის“ ფარქვეშ შეჭრილმა გიორგი კოღუაშვილმა ბურთი ააცილა და გია კაზანჯიანის გუნდმა საჯარიმთი ლიდერობა 3 ქულამდე გაზარდა. საფინალო სირენამდე ათიოდ წამი იყო და დინამოელებმა სამქულიანის სროლაც მოასწრეს, მაგრამ ბაქრაძეს ტყორცნა ცოტა შორიდან მოუვიდა და „აკადემიამ“ სერიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.