18-წლამდელთა ჩემპიონატის
მეორე წრის მორიგი მატჩი
შედგა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში, სადაც
ერთმანეთს შსს-აკადემია და აკადემია 1 დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ძალინ საინტერესო
გამოდგა, სადაც საბოლოოდ აკადემიელებმა ანგარიშით 70:60 იმარჯვეს. განსაკუთრებით დაძაბული
აღმოჩნდა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომელიც გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა
და აკადემიის 2-ქულიანი უპირატესობით, 34:32 დასრულდა. დრამატული გამოდგა მესამე ათწუთეულიც, მატჩი ბედი
კი ბოლო დასკვნით მეოთხედში გადაწყდა, სადაც აკადემიელებმა მოახერხეს მობილიზება და
მეტოქეს დამაჯერებელად სძლიეს.
შსს-ს რიგებში 16 ქულით და 9 მოხსნით ლევან ლოლიშვილი
გამოირჩა(ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნაღა დააკლდა), ხოლო 10 ქულითა და 20 მოხსნით ორმაგი
დუბლი შოთა გელაზონიამ შეასრულა. გამარჯვებულ
გუნდს ულიდერა ბექა დარახველიძემ, რომელმაც
30 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.