აკადემიელებმა მეორე წრე მოგებით გახსნეს

აკადემიელებმა მეორე წრე მოგებით გახსნეს

18-წლამდელთა მეორე
წრე დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ,,ნიკეასა“ და ,,აკადემია
2“-ის მატჩით დაიწყო, სადაც აკადემიელებმა მეტოქე 98:38 გაანადგურეს.

გამარჯვებულებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე
და მეორე წრე მოგებით გახსნეს. ,,ნიკეას“ გუნდში 10-10 ქულა ფირან გაგნიძემ და ვოვა
ბულიგუნმა მიითვალეს, ხოლო ამ უკანასკნელმა ამდენივე მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი
შეასრულა.

,,აკადემიის“ შემადგენლობაში
კი  ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა
მიითვალა: თენგო ხუციშვილმა (30ქ. 13მ) გეგი ბაქრაძემ(12ქ.15მ) და გიორგი იაკობიძემ
(10ქ.10პ).

 შეგახსენებთ, რომ 18-წლამდელთა მორიგი ტურის ერთი
მატჩი ხვალ აკადემიის დარბაზში გაიმართება: 12 საათზე ერთმანეთს შსს-აკადემია და აკადემია
1 დაუპირისპირდებიან.