18-წლამდელთა მორიგი ტურის შეხვედრები ტრადიციულად ვაკეში
მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა, სადაც დღის პირველ მატჩში ერთმანეთს
აკადემია2 და ,,ნიკეა“ დაუპირისპირდნენ.
აკადემილებმა მეტოქე იოლად 74:49 დაამარცხეს
და,,ბ“ ჯგუფის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრნენ. გამარჯვებულებს გიორგი იაკობიძემ ულიდერა, რომელმაც
19 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ხოლო ,,ნიკეას“ შემადგენლობაში 11
ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა: ფირან გაგნიძემ, ზურაბ გეგჭკორმა და ვოვა
ბულიგინმა.
აკადემია 1-მ შინ ,,მარნეული“ მიიღო და მეტოქე 81:43 გაანადგურა.
მოგებულთა შემადგენლობაში 18-18 ქულით ბექა დარახველიძე და ნიკა ცქიტიშვილი გამოირჩნენ,
ხოლო ამ უკანასკნელმა 15 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლი შეასრულა. მარნეულის ,,ინტერსში“
კი საუკეთესო ირაკლი ჯანხოთელი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აკადემიის დარბაზში 18-წლამდელთა
3 მატჩი გაიმართება: 16 საათზე ,,ჰიუნდაი ,,ბათუმს“ უმაპინძლებს, 18 საათზე ნაკრები
97 ,,რუსთავს“, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში ,,სოხუმი“ ,,კარდინალის“ დაპირისპირება შედგება.