მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა კვირას ,,დინამოს”
საწვრთნელ ბაზაზე. დღის პირველ შეხვედრში ერთმანეთს
,,სოხუმისა” და თბილისის ,,გუნდები” დაუპირისპირდნენ. სოხუმელებმა თბილისელებს ყველა
პერიოდი მოუგეს
და მატჩში დიდი სხვაობით, 85:35 იმარჯვეს. გამარჯვებულთა მხრიდან
14 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა, ხოლო 10 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი შაკო პაიჭიძემ
მიითვალა.თბილისელთაგან ორმაგი დუბლის ავტორი ვაკა ბიჭაშვილი გახდა, რომელმაც
18 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ,,ორბისა” და ,,რუსთავის” შეხვედრა
სტუმრებმა 99:70 მოიგეს. რუსთაველებს 24 ქულით ბექა ჯაჯანიძემ ულიდერა, ორმაგი დუბლი
შეასრულა ბექა ზედელაშვილმა(17ქ.16მ). ,,ორბის” რიგებში კი ორმაგი დუბლის ავტორები
ილია დიდებულიძე(17ქ.10მ) და ლევან ლოლიშვილი გახდნენ(14ქ.13მ). დიდ ინტერესს იწვევდა
,,ავერსისა” და ,,ქუთაისის” შეხვედრა. რომელიც მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, პირველი
ტაიმი ,,ავერსმა” 31:22 მოიგო, მესამე მეოთხედში გუნდებს შორის საინტერესო ბრძოლა წარიმართა,
სადაც უპირატესობას ,,ავერსის” გუნდი ფლობდა. ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა მოახერხეს თამაშში მკვეთრი გარდატეხის
შეტანა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირეს -56:48, მაგრამ შეხვედრის მიწურულს ,,ავერსმა”
იძალა და საბოლოოდ 3 ქულის სხვაობით, ანგარიშით
56:53 იმარჯვა. გამარჯვებულ გუნდს 20 ქულითა
და 17 მოხსნით ლერი კვანტალიანმა ულიდერა. ,,ქუთაისის” მხრიდან კი ორმა დუბლის
ავტორები ლევან გრძელიძე(13ქ.10მ) და თემურ ფხაკაძე(10ქ.11მ) გახდნენ. რაც შეეხება
ტურის ბოლო შეხვედრას, ,,ფოთმა” ,,ნაკრებს”
უმასპინძლა, თუმცა სტუმრებთან ვერაფერი გააწყო და 69:80 დამარცხდა. გამარჯვებულებს
21 ქულით სანდრო ბოლქვაძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ბექა დარახველიძეს ანგარიშზეა(10ქ.17მ). ფოთის მხრიდან კი კახა ჯინჭარაძე (31ქ.14მ) და გიორგი
რუხაია(14ქ.13მ) გამოირჩნენ, რომელთაც ორმაგი
დუბლი შეასრულეს.