ავერსი ნაკრებმა დაამარცხა

ავერსი ნაკრებმა დაამარცხა

დიდ ინტერესს იწვევდა 18-წლამდელთა ჩემპიონატში ნაკრებისა
და ავერსის დაპირისპირება, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა და ნაკრების
გამარჯვებით 80:66 დასრულდა.

შეხვედრა  ,,ავერსის”
მცირე უპირატესობით დაიწყო, თუმცა ნაკრები არ ჩამორჩა და პირველი ტაიმი 36:33 მოიგო.
დიდი  შესვენების  შემდეგ ნაკრებმა დამაჯერებლად ითამაშა, მესამე და
მეოთხე პერიოდი 25:14 და 22:16 მოიგო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. გამარჯვებულთა რიგებში
19 ქულითა და ამდენივე მოხსნით საუკეთესო ბექა დარახველიძე გახდა,  ხოლო ,,ავერსის” რიგებში 14-14 ქულით გიორგი გაბისონია
და ლერი კვანტალიანი გამოირჩნენ.