18-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგო ტურის 3 მატჩი გაიმართა ,,დინამოს” საწვრთნელ ბაზაზე. დღის პირველ
შეხვედრაში ერთმანეთს ,,ორბი” – ,,ავერსი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ,,ორბის”
ერთქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 79:78 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი
დუბლით საბა ლობჟანიძე (32ქ. 16მ) და ილია დიდებულიძე (19ქ.19მ) გამოირჩნენ, ხოლო
,,ავერსის” შემადგენლობაში საუკეთესო ასევე ორმაგი დუბლით, 20 ქულითა და 17 მოხსნით
ლერი კვანტალიანი იყო. დღის მეორე შეხვედრაში ,,თბილისმა” ,,ქუთაისს”უმასპინძლა, თუმცა
მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 51:90 დამარცხდა. თბილისელთაგან ორმაგი დუბლით ვაკა
ბიჭაშვილი გამოირჩა, რომელმაც 28 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო გამარჯვებულთა მხრიდან
18-18 ქულა ლევან გრძელიძესა და თემურ ფხაკაძის
ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა საკუთარ ანგარიშზე 15 მოხსნაც ჩაიწერა და ორმაგი
დუბლი შეასრულა. დასკვნით შეხვედრაში სოხუმის გუნდმა ,,ზაზა” 74:53 დაამარცხა. ,,სოხუმის”
შემადგენლობაში 13 ქულით გეგა მესხი გამოირჩა,
ხოლო ,,ზაზას” რიგებში 10-10 ქულა გურამ კენჭიაშვილის და შოთა გელაზონიამ მოაგროვეს.
ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.