ავერსისა და ქუთაისის გამარჯვებები

ავერსისა და ქუთაისის გამარჯვებები

მორიგი ტურის მატჩები გაიმართა რუსთავსა და ქუთაისში.
რუსთაველებმა შინ ,,ავერსი“ მიიღეს და მეტოქესთან
ანგარიშით 76:84 დამარცხდნენ.

მასპინძელთა მხრიდან ორმაგი დუბლის ავტორები ზაზა გაგნიძე
(27ქ. 13მ) და ბექა ზედელაშვილი(18ქ.15მ) გახდნენ, ხოლო ,,ავერსის“ შემადგენლობაში
ორმაგი დუბლი ლერი კვანტალიანმა (32ქ. 13მ) და გიორგი იაკობიძემ(14ქ.11მ) შეასრულეს.
რაც შეეხება ტურის მეორე შეხვედრას, ,,ქუთაისმა“,,სოხუმს“ უმასპინძლა და მეტოქე
61:55 დაამარცხა. ქუთაისელთაგან საუკეთესო 20 ქულით ლევან გრძელიძე გახლდათ, ხოლო ორმაგი  დუბლი -16 ქულა, 18 მოხსნა დიტო დვალიშვილმა მიითვალა.
სოხუმელთა შემადგენლობაში 18 ქულით ოთო ბულიავა გამოირჩა, ხოლო ორმაგი დუბლი გეგა მესხის
ანგარიშზეა – 15  ქულა, 13 მოხსნა.