დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საკალათბურთო “ბ” ლიგის ჩემპიონატების კენჭისყრა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებს ორგანიზებას თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია უწევენ ერთმანეთში გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
კენჭისყრაში მთლიანობაში 105 გუნდი მონაწილეობდა. ეს გახლავთ რეკორდული რაოდენობა, რაც 2013 წლიდან “ბ” ლიგის გათამაშება იმართება. ყველაზე მეტი – 47 გუნდი ასპარეზობს 16-წლამდელთა “ბ” ლიგაში. 36 გუნდია 14-წლამდელებში, ხოლო 22 – 18-წლამდელებში.
14-წლამდელთა ჩემპიონატში 36 გუნდი 6 ჯგუფშია განაწილებული. ჯგუფებში ჩატარდება 2 წრე, რის შემდეგაც პლეი ოფში გავა 16 საუკეთესო გუნდი, რომლებიც შემდეგი პრინციპით შეირჩვიან: ჯგუფებში 2-2 საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი.
16-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილე 47 გუნდი 8 ჯგუფშია გადანაწილებული. 2 წრის შემდეგ პლეი ოფში ჯგუფების I და II ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
რაც შეეხება 18-წამდელებს, ჩემპიონატში მონაწილე 22 გუნდი 4 ჯგუფში განაწილდა. აქ პლეი ოფში 8 საუკეთესო გადის, რომლებიც თითო ჯგუფიდან პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდებით შეირჩევა.
ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში, პლეი ოფის ყველა ეტაპზე, სერია შედგება 2 მატჩისგან.
გთავაზობთ კენჭისყრის შედეგებს. რაც შეეხება კალენდარს, ის რამდენიმე დღეში შედგება და თამაშები თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყება.
14-წლამდელები
16-წლამდელები
18-წლამდელები