ბათუმში დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი ,,ბათუმი” და ნაკრები 97 დაუპირისპირდნენ.
მატჩში მასპინძლებმა იმარჯვეს, რომელთაც კადეტთა ნაკრები 2 ქულის სხვაობით, 79:76 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი ,,ზღვისპირელთა” უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც მატჩის პირველ ნახევარში 45:36 იმარჯვეს. მეორე ტაიმი სულ სხვაგვარად წარიმართა, ნაკრები 97 გააქტიურდა და მძლავრად ათამაშდა, თუმცაღა მეტოქის დასამარცხებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
,,ბათუმის” შემადეგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ნიკა კოკობიძემ 23 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო მერაბ ბაკურიძემ 18 ქულა და 12 მოხსნა. კადეტთა რიგებში კი საუკეთესო დავით ლომიძე აღმოჩნდა, რომლის ანგარიშზეც 27 ქულაა.